planetanews Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili4-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2013 წელს საქართველოში აღარ უნდა იყოს მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, სადაც არ იქნება თანამედროვე წყალსადენი და თანამედროვე კანალიზაცია და ყველგან უნდა იყოს 24 საათიანი წყლის გრაფიკი. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს ბათუმში ანგარიშიც ჩაბარებისას განაცხადა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში გამოყოფილი თანხით, რომელიც 7 მილიარდ ლარს შეადგენს საქართველოში ყველა ძირითადი საყოფაცხოვრებო საკითხი იქნება მოგვარებული. “მთელი შავი ზღვა ბინდძურდება, იმიტომ რომ კანალიაზაცია შავ ზღვაში ჩადის, უწყლობაზე დიდი საშინელება არაფერი არ არის. ერთხელ და სამუდაომოდ საქართველოში უნდა დამთავრდეს ეს პერიოდი. მე როცა პეზიდენტი გავხდი აღმოვაჩინე რომ კანცელარიაში წყალი იყო გრაფიკით. ყევლგან საქართველოში უნდა იყოს 24 საათიანი გრაფიკი. გამოყოფილი თანხიდან 3 მილიარდი დაიხარჯება გზებზე, 3 მილიარდი ელექტროენერგიაზე და დაახლოებით მილიარდი წყალზე. საბოლოო ჯამში 7 მილიარდ ლარად საქართველოში ერთხელ და სამუდაომოდ ყველა ძირითადი საყოფაცხოვრებო საკითხი იქნება მოგვარებული”,- განაცხადა პრეზიდენტმა. სააკაშვილის თქმით ამ პრობლემების მოგავრება არის მინიმალური წინაპირობა, იმისა რომ საქრთველოს მოქალაქეებმა თავი იგრძნონ კომფორტულად. “თუ ჩემი პრეზიდენტობა შევა ისტორიაში რომ ამ დროს საქართველოში გადაწყდა დენის, წლის და გაზის საკითხი ეს უკვე იქნება დიდი ისტორიული მოვლენა. მთელი ეს პერიოდი მუშაობა არ შეწყვეტილა და არც მომავალში შეწყდება”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts