planetanews Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kublashvili4-150x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი, ოპონენტებსა და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჭორებს ნუ ჰყვებიან. ჟურნალისტებს ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ წევრის ლევან რამიშვილის მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით კუბლაშვილმა მოუწოდათ მოვლენებს ნუ გაასწრებენ. მისი თქმით, კომისიის სხდომაზე მმართველი გუნდის პროექტი იქნება წარდგენილი და უმჯობესია საზოგადოება მას დაელოდოს. ,,ჭორებს ნუ აყვებით და ნუ ატეხავთ აჟიოტაჟს’’, – დასძინა კუბლაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ,,ქრისტიან-დემოკრატებს’’ გასულ კვირას კომისიის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი და წევრები შეხვდნენ. შეხვედრაზე დემეტრაშვილმა განაცხადა, რომ კომისია ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის სამუშაო ვარიატინის წარდგენას ელოდება. რაც შეეხება რამიშვილის პროექტს იგი მთლიანად ქვეყნის მმართველობის ძლიერ საპრეზიდენტო მოდელს გულისხმობს. ამასთან, რამიშვილის პროექტი კომისიის თავმჯდომარესა და მისი წევრების უმტესობისთვის, მიუღებელია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts