Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge დისციპლინარული სიტუაცია


Recommended Posts

”მილანს” ”კალიარისთან” მატჩში ერთი ფეხბურთელი დააკლდება. ეს არის მეტიუ ფლამინი. მან წინა ორ თამაშში ყვითლები მიიღო და ამიტომ დისკვალიფიცირებულია. ასევე ერთი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება ”კალიარისაც”. ეს არის ბრაზილიელი ნენე. მან გასულ ტურში წითელი ბარათი მიიღო. არიან გაფრთხილებული ფეხბურთელები, რომლებმაც თითო ყვითელი მიიღეს წინა თამაშებში და თუ ამ თამაშშიც მიიღეს მომდევნოს გამოტოვებენ. ასეთი როსონერის 3 ყავს: ტიაგო სილვა, კლარენს ზეედორფი და ანდრეა პირლო. მართალია ამ უკანასკნელმა წინა თამაში გამოტოვა წითელი ბარათის გამო, მაგრამ ის ყვითელი რომელიც მას მანამდე ქონდა მიღებული არ გაუქმებულა. რაც შეეხება სარდინიელთა მხარეს, მათ ყვითლიანი 4 ფეხბურთელი ყავთ. ესენი არიან: აგოსტინი, კანინი, კონტი და ჯედა.

 

 

წყარო: ოფიციალური

 

 

სტატიის ავტორი: losa

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...