planetanews Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/guantanamo.jpgგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის თომას დე მეზიერის გეგმები გუანტანამოს სამი პატიმარი გერმანიის ტერიტორიაზე მიეღოთ მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამის შესახებ Die Spiegel იუწყება. ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის გენერალური მდივნის ალექსანდრ დობრინდტის განცხადებით, გერმანელები არ არიან ისეთი მეამიტები, იმისათვის რომ ალ-ქაიდას პოტენციალური წევრები მიიღონ. “გუანტანომოში მამა აბრამის ბატკნები არ იმყოფებიან”, – დასძინა პოლიტიკოსმა. ქრისტიან-სოციალური კავშირის გენერალური მდივნის შტეფან მიულერმა კი აღნიშნა, რომ გუანტანამოს პატიმრების გერმანიაში გადაყვანა გამორიცხულია. მიწების მთავრობებმა ფედერალური მთავრობის ინიციატივა ასევე ნეგატიურად აღიქვეს. გუანტანამოს პატიმრების მიღებაზე უარი უკვე ზაარის და ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts