planetanews Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kublashvili3-150x150.jpgმმართველი გუნდი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში სამივე მანდატისთვის დააყენებს კანდიდატებს. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და მათი ვინაობაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამასთან, უმრავლესობის მსგავსად პარლამენტის შუალედურ არჩევნებში სამივე მანდატისთვის ,,ქრისტიან-დემოკრატებიც’’ იბრძოლებენ, თუმცა ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მოძრაობა ერთიან კანდიდატს დათანხმდება. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შუალედური არჩევნები ოზურგეთში, გურჯაანსა და ჩუღურეთში 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts