planetanews Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერი მამუკა კაციტაძე კომენტარს აკეთებს მედიაში გამოთქმული მოსაზრების გამო, რომლის მიხედვით, ოპოზიციის შეთანხმების შემთხვევაში, სუბარი მზად არის, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა გაჩეჩილაძეს შესთავაზოს: „სუბარმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატობაზე უარი იმ მიზნით თქვა, რომ მისი კანდიდატურა არ გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი ოპოზიციის მიერ თბილისის მერობის თანამდებობაზე ირაკლი ალასანიას მხარდაჭერისას. მაგრამ სოზარ სუბარი როგორ შესთავაზებს კანდიდატურას ლევან გაჩეჩილაძეს, როცა თავად გაჩეჩილაძე აქეთ ნაბიჯის გადმოდგმას არ აპირებს. თუ აქამდე იყო მოლოდინი, რომ ლევან გაჩეჩილაძეს დრო სჭირდებოდა, მან გუშინ ნათლად განაცხადა, რომ არ აპირებს სხვისი მერობისთვის ბრძოლას და ალასანიას მერობისთვის მხარის დაჭერას. არა მგონია, გაჩეჩილაძემ ამ მიმართულებით რაიმე ინტერესი გამოიჩინოს“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts