Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სააპელაციო სასამართლომ გურამ გირგვლიანის საქმე წარმოებაში არ მიიღო


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/samartali01-150x130.jpgთბილისის სააპელაციო სასამართლომ გურამ გირგვლიანის საქმე წარმოებაში არ მიიღო.

 

 

როგორც “ექსპრესნიუსს” გირგვლიანის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განუცხადა, უარის თქმის მიზეზი საქმეში არსებული ხარვეზები სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკავშირებით იყო და გურამ გირგვლიანს ხუთიათასი ლარის გადახდა დააკისრა.

 

 

“საქალაქო სასამართლომ ნომინალური თანხა დააკასირა მოპასუხეებს, ამ შემზარავი დანაშაულის ჩამდენ პირებს, რომლის გასასამართლებად უკან დგას ხელისუფლების სამივე შტო. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო მიზეზად დაასახელა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და გურამ გირგვლიანს ხუთიათასი ლარის გადახდა დააკისრა, იმისათვის რათა განიხილოს სარჩელი. ჩვენს მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა 4 სახის ცნობა ეს არის გირგვლიანის სახელფასო ანაზღაურების შესახებ ცნობები და ასევე მისი საბანკო ბრუნვის ამონაწერი. საიდანაც ნათლად დასტურდება, რომ ამ პიროვნებას არ აქვს ამ თანხის გადახდის საშუალება”,- განაცხადა ჯანდიერმა.

 

 

ადვოკატის თქმით, ეს არის პირდაპირი დარღვევა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით აუცილებლად უნდა იყოს მიღებული და გათვალისწინებული მხარის ფინანსური მდგომარეობა, ვინაიდან იმ შემთხევაში თუ სასამართლო არ გაითვალისწინებს პირის მდგომარეობას, ეს ნიშნავს სასამართლო განხილვაზე პრაქტიკულად უარის თქმას. ადვოკატის განცხადებით კი სწორედ ასეთი შემთხვევაა გურამ გირგვლიანის საქმე.

 

 

“ჩვენ ორჯერ დავაყენეთ შუამდგომლობა მოპასუხეების ქონების ყადაღის დადების შესახებ, რაც როგორც პირველმა ინსტანციამ ასევე, სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა. უბრალოდ სასამართლო კარგი მოსწავლის თამაშს თამაშობს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე”,- განაცხადა ჯანდიერმა.

 

 

ადვოკატის განცხადებით, განჩინება, რომელიც გამოტანილია ცალკე არ საჩივრდება, ამიტომ, ამასთან დაკავშირებით დღეს ადვოკატს სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობა შეაქვს.

 

 

“არ არსებობს პრეცედენტი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი სასამართლოს მიერ, სადაც სასამართლო იტყოდა, რომ სახელფასო ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ასახავს პირის ფინანსურ მდგომარეობას. გურამ გირგვლიანმა პირველი ინსტანციის სასამართლოში ხუთიათასი ლარი უკვე გადაიხადა, იმის მიუხედავად, რომ ასეთი მორალური ტრამვა მიადგა”,- განაცხადა ადვოკატმა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...