planetanews Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/finansta6-150x84.jpgფინანსთა სამინისტროში დღეს სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელების საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ფინასთა სამინისტროს ინფორმაციით, საბჭო ზედამხედველობასა და მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმას. სახელმწიფო ფინანსების მართვა გულისხობს რეფორმებს როგორც ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების, ისე გადამხდელთა მომსახურების გამარტივების კუთხით, ანუ ყველა იმ სფეროში, სადაც მონაწილეობს ფინანსთა სამინისტრო თავისი სტრუქტურებით.მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო სახსრების ეფექტური მართვა ხელს უწყობს ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო სექტროში დისციპლინის ზრდას. „დღეს საკოორდინაციო საბჭომ განიხილა 2010 წლის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ფინანსთა სამინისტრო წელს გააგრძელებს მუშაობას. აღნიშნული დოკუმენტი მოიწონეს დონორებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა. საზოგადეობისთვის ხელმისაწვდომიბის კუთხით, სამოქმედო გეგმა განთავსდება ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პატრიაშვილმა. საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა, ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის ბრძანებით და მის მუშაობაში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას იღებენ პარლამენტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts