planetanews Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/iusticiisaministri5-150x130.jpgსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ელექტრონული მმართველობის განვითარებას. „საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ელექტრონული მმართველობის განვითარებას. ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტრო ჭეშმარიტად ნოვატორი უწყებაა, სადაც ტექნოლოგიური სიახლეები უკვე არაერთი სფეროში წარმატებით დაინერგა, ამ მხრივ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ეფექტიანი ფუნქციონირება საკვანძო საკითხს წარმოადგენს”, -განაცხადა ებანოიძემ. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი გვენეტაძემ. მისი თქმით, სააგენტოს ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. „სააგენტოს ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს ელექტრონული მმართველობის ხერხემალს. გარდა ამისა დიდ ყურადღებას დავუთმობთ ინფორმაციულ უსაფრთხოებას, კერძოდ, კიბერ უსაფრთხოების საკითხებს”, – განაცხადა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი გვენეტაძემ. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მონაცემთა გაცვლის სააგენტო 2010 წლის იანვარში შეიქმნა. სააგენტოს მიზანს წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხების კოორდინირება, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შექმნა, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება და მისი გატარება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts