Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “ედპ” ლევან რამიშვილის პროექტის მიღებას ეწინაღმდეგება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/edplogo011-150x130.jpgსაქართველოს “ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ერთ_ერთი ლიდერისა და საკონსტიტუციო კომისიის მდივნის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლის, ლევან რამიშვილის საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილ პროექტის მიღებას ის წინააღმდეგობას გაუწევს.

 

 

ამის შესახებ, მან დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, პროექტში ბევრი ისეთი საკითხია, რომელსაც ის კატეგორიულად ეწინაღმდეგება და პოლიტიკურ წინააღმდეგობას გაუწევს.

 

 

შარმანაშვილის განცხადებით, რამიშვილის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, კონსტიტუციაში ქრება ჩანაწერი მართმადიდებლობის განსაკუთრებული როლის შესახებ და ნებისმიერ კონფესიასთან შეთანხმების დადების საშუალებას იძლევა.

 

 

მეორე ასეთ საკითხად ედპ-ში გეგმის ფედერალურ მოწყობას ასახელებენ, რის მიხედვითაც საქართველო შტატებად იყოფა. შარმანაშვილის განცხადებით ასეთი მოწყობა ქვეყნის დაშლას გამოიწვევს.

 

 

“ესენი იქნება პატარა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები და მომავალში აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის ერთიანობას”,_ განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

 

 

მესამე პრობლემატურ საკითხად მან პრეზიდენტის არჩევის წესი დასახელა, პროექტის მიხედვით პრეზიდენტი ირჩევა არა პირდაპირი წესით, არამედ პარლამენტის მიერ.

 

 

მისი განცხადებით, ასეთი სახით უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ქვეყანაში აბსოლიტურ პოლიტიკურ მონოპოლიას შექმნის.

 

 

თენგიზ შარმანაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კომიისიის სხვა წევრებიც აღნიშნული პროექტის დამტკიცებას არ დაუშვებენ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...