Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქალაქო სასამართლომ ფიზიკური პირის სამოქალაქო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/sasamartlo2-150x130.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ფიზიკური პირის ზურაბ კარტოზიას სარჩელი ნაწილობრივ დაამაყოფილა.

 

 

მოპასუხე ხათუნა მოსულიშვილს ზურაბ კარტოზიას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 16761 აშშ დოლარი. ასევე, სარგებელი 3016 აშშ დოლარი და 98 ცენტი, სახელმწიფო ბაჟი 593 აშშ დოლარის და 33 ცენტის ექვივალენტი ლარში გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელე ზურაბ კარტოზიას უარი ეთქვა მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე.

 

 

ხათუნა მოსულიშვილმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული თანხის ნაწილიდან დაფარა ზურაბ კარტოზიას კრედიტები სს. ,,ბითიეი ბანკში ’’ და სს. ,,პროკრედიტ ბანკში’’, ხოლო დარჩენილი თანხების განკარგვას ახორციელებდა ზურაბ კარტოზიას მითითების საფუძველზე.

 

 

2009 წლის 19 ნოემბერს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა ზურაბ კარტოზიამ მოპასუხე ხათუნა მოსულიშვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ხათუნა მოსულიშვილისთვის დავალების შესრულების შედეგად მიღებული თანხის 16961 აშშ დოლარის, სარგებლის 4579 აშშ დოლარის და 47 ცენტის გადახდის დაკისრება. ასევე, მოითხოვა მოძრავი ნივთების გამოთხოვა მოპასუხის მფლობელობიდან.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...