planetanews Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cixe-2-150x150.jpgთბილისის სააპელაციო პალატამ კანონიერ ქურდობასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულ კანონიერ ქურდს ჯონდო ესებუას 23 წლით თავისუფლ;ების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი სააპელაციო წესით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვდა მსჯავრდებულის გამართლებას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. კანონიერი ქურდობისთვის კი სასჯელის შემცირებას მინიმუმამდე. მსჯავრდებულმა სხდომაზე არ უარყო ქურდული სამყაროს წევრობა, ასევე შეცვალა პოზიცია, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი, აქვე განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა და პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა, თუმცა არ დაასახელა ნარკოტიკული საშუალების შეძენის წყარო. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სააპელაციო სასამართლოსთვის არასაკმარისი აღმოჩნდა, შესაბამისად სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა, მიიჩნია, რომ განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. საბრალდებო დასკვნის თანახმად 35 წლის ჯონდო ესებუა ქურდულმა სამყარომ კანონიერ ქურდად 13 წლის წინ აღიარა, რის შემდეგაც ის მონაწილეობდა კანონიერ ქურდთა შეკრებებსა და ქურდულ გარჩევებში, ასევე ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევდა ქურდული სამყაროს წევრების დანაშაულებრივ საქმიანობას. ესებუა სიღნაღის რაიონში 2009 წლის 4 სექტემბერს დააკავეს, მას პირადი ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოაჩნდა. მსჯავრდებული არც წინასწარ გამოძიებაში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ აღიარებდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ესებუა გაასამართლა და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts