Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge დღეს ზეედორფის დაბადების დღეა


Recommended Posts

მართალია დღეს პირველი აპრილია, მაგრამ დამიჯერეთ არ გატყუებთ :), დღეს ”მილანის” 10 ნომერის კლარენს ზეედორფის დაბადების დღეა. ის დღეს 34 წლის გახდა და acmilan.ge-ს სახელით ვულოცავ დაბადების დღეს. კლარენსი წლევანდელ სეზონში ერთ-ერთ ლიდერად იქცა გუნდში, განსაკუთრებით ბოლო თამაშებში. მან დაამტკიცა, რომ ასაკის მუხედავად კვლავ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. ახლა კი ინფორმაცია მასზე: კლარენს კლაიდ ზეედორფი 1976 წლის 1 აპრილს დაიბადა პარამაიბოში, სურინამში. მას ყავს უმცროსი ძმა ჩედრიხ ზეედორფი, რომელიც ”მილანმა” იყიდან 2008 წელს, თუმცა აქ მას თამაშის საშუალება არ მისცემია და შარშან სერია ც-ს გუნდ ”მონცაში” გაუშვეს. ალბათ ხვდებით, რომ უფროს ძმას ვერც შეედრება ფეხბურთის თამაშში, მაგრამ ჯერ ის მხოლოდ 26 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.

 

 

რაც შეეხება უფროსს ზეედორფს, მან როსონერიმდე ოთხი კლუბი გამოიარა. კარიერა ”აიაქსში” დაიწყო. შემდეგ მცირე ხნით გადავიდა ”სამპდორიაში”. შემდეგ იყო ”რეალი” და ”ინტერი”. ხოლო 2002 წლიდან ის ”მილანის” ღირსებას იცავს. როსონერიში მან ერთხელ მოიგო სერია ა. ერთხელ იტალიის სუპერ თასი. ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი და მისი ბოლო ტიტული ”მილანში” იყო 2007 წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. ამის გარდა მას წინა კლუბებში 11 ტიტული აქვს მოპოვებული. ”მილანის” ჩათვლით კი 18. რაც შეეხება მის ინდივიდუალურ ტიტულებს 10 ტიტული აქვს აღებული. 9 სხვა გუნდებში ყოფნისას ერთი კი ”მილანში”. 2008 წელს საუკეთესო დამრტყმელის ჯილდო აიღო.

 

 

სტატიის ავტორი: losa

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...