Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge კარგი და ცუდი ამბები


Recommended Posts

არ გეგონოთ რომ პირველი აპრილის გამო ვიტყუები.

 

მაქვს რამდენიმე კარგი და ცუდი ამბავი “მილანის” გულშემატკივრებისთვის. თქვენ თვითონ განსაჯეთ რომელია კარგი და რომელი - ცუდი, მე კი უბრალოდ ვეცდები ყველაფერი დაწვრილებით მოგახსენოთ.

 

 

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ გუშინ “მილანის” ვარჯიშს დაესწრო სილვიო ბერლუსკონი. მან შემდეგ Milan Channel-ს განუცხადა:

 

 

“ივნისში აუცილებლად ვიყიდით ახალ ფეხბურთელებს. პირდაპირ ვიტყვი, ჩვენი არჩევანი გაკეთდება ძეკოსა და ტორესს შორის. მილოს კრასიჩზეც არის ლაპარაკი.ასევე ვიყიდით მეკარეს. მის ვინაობას არ დავასახელებ, რადგან ჯერ მიმდინარეობს რამდენიმე მეკარეზე დაკვირვება. ასევე ვიყიდით რა თქმა უნდა მცველს, და არაერთს. ერთ-ერთი შესაძლოა იყოს ბრაზილიელი რაფაელ ტოლოი. ფაბრეგასის გადმოყვანაზე ვწვალობთ, მაგრამ მგონი გამოვა, ამაში ხომ Fly Emirates გვეხმარება. სილვიო ბერლუსკონი ასე არასდროს არ გაბარებდათ ანგარიშებს, მაგრამ გავიდა 24 წელი და მგონი რაღაც უნდა შეიცვალოს, ვიცი, ჩვენს ტიფოზებს რამდენად მობეზრდათ გაუგებრობაში ყოფნა. ისინი ელიან “მილანის” გაბრწყინებას”. მე ვთქვი, რომ ეს აუცილებლად მოხდება ჩემი დახმარებით. ელოდეთ ზაფხულს. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მე ანგარიშებს ასე გაბარებთ, ეს მეორედ არ მოხდება. მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ იმედი ჩაგისახოთ და გული არ გაიცრუოთ.”

 

 

ძალიან კარგი ინფორმაციაა. ამ ტრანსფერების უმეტესი ნაწილი თუ შედგა, დარწმუნებული ვარ, “მილანი” მართლაც გაიბრწყინებს. სილვიო ბერლუსკონიმ თუ მოინდომა, ყველაფრის გაკეთება შეუძლია, იმაზე მეტისაც, რასაც აკეთებს ფლორენტინო პერესი. თუმცა მადრიდული გრანდის პრეზიდენტი ამას ჭკუის დატანების გარეშე აკეთებს, სილვიოს კი შეუძლია უფრო ჭკვიანურად მართვა გუნდის.

 

 

ასევე დღეს ბოლო ვარჯიში იქნება ლეონარდოს თავკაცობით. ხვალ წარადგენენ ახალ მწვრთნელს, სავარაუდოდ ეს იქნება ალეგრი ან მარკო ვან ბასტენი. შესაძლოა მესამედ დანიშნონ არიგო საკი, თუმცა ჯერ არავინ იცის რა მოხდება. ეს ხმა კი ისევ და ისევ გულახდილობის ხასიათზე მოსულმა სილვიომ დაარხია.

 

 

“მგონი დროა, მწვრთნელი შეიცვალოს. მე მის დანიშვნაში შევცდი. ვერ ვიტყვი, რომ მას ფეხბურთი კარგად ესმის. ლეონარდოს ბევრი აქვს “მილანისთვის” გაკეთებული, მაგრამ ის აქ აღარ იმუშავებს. ახალ მწვრთნელს ხვალ, ვარჯიშზე წარვადგენთ. ბრაზილიელს კი მოუწევს, ჯერ სხვა, დამწყებ გუნდში “ჩააბაროს გამოცდები”.

 

 

ასევე შესაძლოა, გუნდში დაბრუნდეს კარლო ანჩელოტი. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება და სურვილია. სულაც არაა გამორიცხული, სილვიომ სიურპრიზი გაგვიკეთოს და კარლიტო დააბრუნოს.

 

 

ახლა კი მინდა ცუდი ამბავი გაცნობოთ. რონალდინიოს, “მილანის” ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს, შვილი (ალბათ იცოდით, რომ ჰყავს) გაუხდა ავად და გადაწყვიტა ბრაზილიაში გამგზავრება და მაშინ დაბრუნდება, როცა ბავშვი სულ გამოჯანმრთელდება. ასევე “მილანის” შემდეგ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას ანდრეა პირლო და ტიაგო სილვა. ნამდვილად არ ვიცი, დაცვის ცენტრში ვინ ითამაშებს. შეიძლება ბონერა გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ შანსია, რომ კალაძე-ფავალის დუეტი ვიხილოთ.

 

 

სულ ეს იყო. ვიღებ მადლობას იმისას, რომ რამდენიმე ინფორმაცია სასიხარულო იყოთ და მოგეწონათ. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif ბოდიში იმისთვის, რომ რამდენიმე ცუდი ამბავიც “გახარეთ”.

 

 

და ბოდიში იმისთვის, რომ დღეს პირველი აპრილია და მოტყუება ადვილია. ნუ ალბათ სტატიის დასაწყისში თუ არა, სტატიის ბოლოში მაინც გაიფიქრებდით რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, მაგრამ მაინც. ჩემი აზრით, გავიღადავე რა http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_lol.gif მაცადეთ ბავშვს ცოტა გართობა. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_lol.gif

 

 

სტატიის ავტორი ekumilano

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...