planetanews Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagratis-tadzari01-150x130.jpgმართლმადიდებლური სამყარო დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ კი ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე სასულიერო პირებს ფეხს დაბანს. დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა პირველად მოწაფეები საკუთარ სისხლსა და ხორცს აზიარა და ამით ევქარისტიის, ზიარების, საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts