planetanews Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/iusticiisaministri4-150x130.jpgსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პრეზენტაცია დღეს 12:00 საათზე სასტუმრო “თბილისი მერიოტში” გაიმართება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს მთავრობის, საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მონაცემთა გაცვლის სააგენტო დაარსდა 2010 წლის იანვარში. სააგენტოს მიზანს წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხების კოორდინირება, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შექმნა, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება და მისი გატარება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts