Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge ჩემპიონთა ლიგა: 1/4 ფინალები


Recommended Posts

30-31 მარტს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები. სულ ორივე დღეს 4 შეხვედრა ჩატარდა. 30 მარტს ”ბაიერნმა” ალიანს არენაზე ”მანჩესტერს” უმასპინძლა და 2-1 მოიგო. ამ მატჩში მოულოდნელად სტუმრები დაწინაურდნენ რუნის გოლით. თუმცა გერმანელი რის გერმანელი იქნებოდა რომ არ ებრძოლა. გათანაბრება რიბერიმ შეძლო ჯარიმიდან, მაგრამ მისი დარტყმული ცოცხალ კედელს მოხვდა და ისე შევიდა ვან დერ საარის კარში. მეორე კი ივიცა ოლიჩმა გაიტანა, ბოლო წუთზე. როდესაც ინგლისელები ბურთს მშვიდად ათამაშებდნენ და მსაჯის სასტვენის ხმას მოელოდნენ, ამ დროს ოლიჩმა ისარგებლა წითელი ეშმაკების უყურადღებობით და ბავარიელები წინ გაიყვანა. თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, გერმანელებს ოლდ ტრაფოლდზე დიდი ბრძოლა დასჭირდებათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელათ, რადგან მანიუ საკუთარ სტადიონზე არაფერს თმობს. თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, შესაძლოა განმეორებით მატჩში მანიუს ლიდერი და მთავარი მეგოლე, რუნი არ ყავდეს, რადგან ალიანს არენაზე მან ტრავმა მიიღო. საპირისპირო მხარეს ყველაფერი კი პირიქითა. გერმანელებს ერთ-ერთი ლიდერი, რობენი შეძლებს ინგლისში თამაშს. ასევე გუნდს დაეხმარება შვაინშტაიგერი, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ვერ დაეხმარა.

 

 

მეორე თამაში 30 მარტს ”ლიონი” - ”ბორდო” იყო. ორი ფრანგული გუნდი მეოთხედფინალში რომ ერთმანეთს ხვდებოდეს ეს პირველად ხდება ლიგის ისტორიაში. მასპინძლებმა ეს მატჩი 3-1 მოიგეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს ნახევარფინალისკენ. მასპინძელთაგან პირველი გოლი ლისანდრო ლოპესმა გაიტანა, თუმცა მალევე გურკუფის კარგი თამაშით ”ბორდომ” ანგარიში გაათანაბრა. გოლი ავტორი კი ჩამახი გახდა. ამის შემდეგ ”ლიონმა” უპირატესობა ხელთ იგდო და ორი უპასუხო გოლი გაიტანა. ერთი ბასტოსმა, ხოლო მეორე კვლავ ლისანდრომ.

 

 

გუშინ, 31 მარტს კი კიდევ ორი შეხვედრა ჩატარდა. ”არსენალმა” საკუთარ სტადიონზე ”ბარსელონას” უმასპინძლა. რაც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა ამ მატჩში, ეს იყო ანრის დაბრუნება ინგლისში. თუმცა ანრის ამ მატჩში მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია. სამაგიეროდ მისმა თანაგუნდელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა. მაგრამ ზლატანის დუბლის შემდეგ ესპანელები მოდუნდნენ და ორი გოლი საკუთარ კარშიც მიიღეს. პირველი ახალგაზრდა თეო უოლკოტმა გაიტანა. ხოლო მეორე მატჩის მიწურულს ფაბრეგასმა. ამ უკანასკნელმა თერთმეტმეტრიანით შეძლო გათანაბრება. პუიოლმა უხეშად ითამაშა ცესკის წინააღმდეგ და მსაჯისგან წითელი ბარათიც დაიმსახურა. 2-2 დასრულდა ეს შეხვედრა, მაგრამ აქაც ყველაფერი ნოუ კამზე გადაწყდება. ”არსენალს” იმ მხრივ გაუჭირდება, რომ საკუთარ სტადიონზე ორი გოლი გაუშვა და ახლა ბარსას 0-0 -ც აწყობს. ასევე პრობლემები აქვს ბარსასაც. ვერცერთი ცენტრალური მცველი ვერ დაეხმარება გუნდს განმეორებით შეხვედრაში. პუიოლი წითელი ბარათის, ხოლო პიკემ ორ მატჩში ორი ყვითელის გამო დისკვალიფიკაცია დაიმსახურეს და გუნდს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს.

 

 

ხოლო ბოლო მატჩი სან სიროზე ჩატარდა. სამწუხაროდ ”მილანი” არ იღებდა მონაწილეობას ამ მატჩში. ეს იყო თანაქალაქელი ”ინტერი”, რომელმაც დიდი გაჭირვებით დაამარცხა ”ცსკა” მილიტოს ერთადერთი გოლით.

 

 

რაც შეეხება განმეორებით შეხვედრებს ისინი 6 და 7 აპრილს გაიმართება.

 

 

სტატიის ავტორი: losa

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...