planetanews Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/demokratiulimodzraoba12-150x125.jpg“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრები ტელეკომპანია “იმედის” გენერალური დირექტორისგან გიორგი არველაძისგან მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის, თითქოს “მოდელირებული ქრონიკის” შემოქმედებით ჯგუფს ფულადი პრემიები გადაეცა, ოფიციალურად დადასტურებას ან უარყოფას მოითხოვენ. ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა მანანა სალუქვაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “მაშინ როდესაც მოდელირებული ქრონიკა მთელი მსოფლიო თანამეგობრობისა და წამყვანი მედიასაშუალებების კრიტიკისა და დაგმობის საგანი გახდა, როდესაც კატეგორიულად უარყოფითად იქნა შეფასებული ექსპერიმენტების საკუთარ მოსახლეობაზე გატარების ფაქტი და აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ექსპერიმენტების საკუთარ მოსახლეობაზე გატარების ფაქტი და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ქმედებით საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის, ასევე მთელი რეგიონის უსაფრთხოებას, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად დამდგარიყო დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია იმედის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელმაც მოდელირებული ქრონიკის შექმნაზე იმუშავა, ფულადი პრემიებით წაახალისეს”, – განაცხადა მანანა სალუქვაძემ. მისი თქმით, “ტელეიმედის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ დაუყოვნებლივ უნდა დაადასტუროს ან უარყოს აღნიშნული ინფორმაცია. “ჩვენ, “დემოკრატიული მოძრაობა” მივმართავთ ტელეკომპანია “იმედის” გენერალურ დირექტორს გიორგი არველაძეს ოფიციალურად დაადასტუროს ან უარყოს აღნიშნული ფაქტი, და თუ ფულადი პრემიით წახალისება სიმართლეს შეესაბამება, განუმარტოს საზოგადოებას, რა “დამსახურებისთვის” მიიღეს ჯილდოები ჟურნალისტებმა,” – აღნიშნა სალუქვაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts