planetanews Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დღეს საქამიანი ვიზიტით აჭარაში გაემგზავრა. მინისტრის ვიზიტი საზაფხულო სეზონზე სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებების გამართავს უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პროექტის – ,,კულტურის სეზონი აჭარაში’’ პრეზენტაცია გაიმართა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი დღესვე ჭიდაობის ტურნირს დაესწრო რომელიც ბათუმის სპორტულ სკოლაში მოეწყო. ნიკოლოზ რურუა, კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ – ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები მოინახულა, მათ შორის გონიოს მუზეუმ-ნაკრძალი. კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკა ახალ ფაზაში შედის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალების თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და რეაბილიტაციას იწყებს. ტურისტურლი სეზონის დადგომამდე აჭარაში – გონიოსა და პეტრას მუზეუმ- ნაკრძალების რეაბილიტაცია დაიწყება. ნიკოლოზ რურუამ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებიც მოინახულა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts