planetanews Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IRI1-150x150.gif“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს არ ეთანხმება. ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ცინციბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებული ეჭვის საფუძველს იწვევს ის ფაქტი, რომ “დემოკრატიული მოძრაობის” რეიტინგი მუდმივად ერთი პროცენტია და არასოდეს იცვლება, რაც რეალურად თითქმის შეუძლებელია. “დემოკრატიული მოძრაობის რეიტინგი მუდმივად ერთი პროცენტია და არასოდეს იცვლება, რაც ეჭვის საფუძველს იწვევს, თან თუ ჩვენი რეიტინგი მართლაც ასეთი დაბალია, რატომ ნერვიულობს ხელისუფლება და ცდილობს ჩვენთვის შავი ფიარის აგორებას”, – განაცხადა თამარ ცინციბაძემ. მისივე განცხადებით, საკვირველია რომ საქართველოს მოსახლეობის 34% მშვიდობის გარანტად მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს, ეს კი იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ 2008 წელს ომი წააგო და ტერიტორიის 20% დაკარგა. “ჩვენ IRI-ის კომპეტენციაში ეჭვი არ გვეპარება, უბრალოდ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმი მოქმედებს და ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის უახლოს ადამიანებთანაც კი ეშინია. რეალურად რამდენად დიდია “დემოკრატიული მოძრაობის” რეიტინგი, ეს ცნობილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე გაირკვევა, რომელიც მალე დაინიშნება”, – აღნიშნა ცინციბაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts