planetanews Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 1 აპრილს, 11:30 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მარნეულის რაიონში სარწყავი სისტემების გაწმენდით სამუშაოებს დაათვალიერებს და მოსახლეობას შეხვდება. 1 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პრეზენტაცია გაიმართება თბილისი მარიოტი’, წვეულებათა დარბაზი 1 აპრილს, 13.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევა და გაწეული ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობისათვის, ღვაწლმოსილ პროფესორს დააჯილდოებს.მის: თბილისი, კოსტავას #69 1 აპრილს, 13:00 საათზე, გურამ გირგვლიანის დამცველი ადვოკატები დავით ჯანდიერი და შალვა შავგულიძე პრესკონფერენციას გამართავენ.თემა: ‘გურამ გირგვლიანის სამოქალაქო სარჩელზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უარი საქმის წარმოებაში მიღების თაობაზე’.მის: მთაწმინდის შესახვევი #7ა (შესასვლელი ჭონქაძის ქუჩის მხრიდან, ვილნიუსის პარკში) 1 აპრილს, 14:00 საათზე, რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში თეატრალური პრემია ‘დურუჯის’ ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ. 1 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართება.მის: ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. #26 1 აპრილს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული ბავშვთა უფლებათა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.ილიაჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 1 აპრილს, 14:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.პირველი რესპუბლიკის დარბაზი 1 აპრილს, 14:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი (№239) 1 აპრილს, 15.00 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს.თემა: ‘საარჩევნო სიების მონიტორინგში ჩართული პოლიტიკური პარტიების მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიში’.მის: წერეთლის #67ა. 1 აპრილს, 15:25 საათზე, ავიაკომპანია ‘აირზენა’ მოსკოვის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს.(ჟურნალისტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14:00 საათზე უნდა მივიდნენ) 1 აპრილს, 16:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts