Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიმართვა საქართველოს პრესის ჟურნალისტებისადმი


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/ia-antadze-150x150.gifძვირფასო მეგობრებო!

 

 

მოგმართავთ „მწერალ” ჟურნალისტებს მთელ საქართველოში: ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერებს და მათაც, ვინც ქარტიაზე ხელის მოწერას მომავალში აპირებთ, ან არ აპირებთ.

 

 

ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი – სხვა ორგანიზაციებთან ერთად (გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემლების მსოფლიო ასოციაცია (WAN-IFRA), აირექს ევროპა და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველოს

 

 

მედიის ხელშემწყობი პროგრამა”.

 

 

დღევანდელ რეალობაში მედიის მხარდაჭერის ყველაზე პირდაპირ და ეფექტიან გზად პროფესიული სტანდარტისა და ეთიკის სისტემური დანერგვა მიგვაჩნია. ამიტომ, ვაპირებთ, შევკრიბოთ და გავაანალიზოთ საგაზეთო სტატიები, რომლებიც ამა თუ იმ კუთხით საინტერესოა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან მიმართებაში. ჩვენ მიერ შერჩეული ორი ქართველი ექსპერტი, ჩვენ მიერვე შემუშავებული მეთოდიკის საფუძველზე, შექმნის სახელმძღვანელოს, რომელშიც თავმოყრილი იქნება ოცი სტატიის ანალიზი ქარტიასთან შესაბამისობის კუთხით. ეს ოცი სტატია გახდება საფუძველი პირველი ქართული სახელმძღვანელოსი, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ როგორ მუშაობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პრაქტიკაში. სახელმძღვანელო დაეხმარება იმ სტუდენტებს და მოქმედ ჟურნალისტებს, რომლებიც აცნობიერებენ ეთიკის პრინციპების დაცვის აუცილებლობას საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში.

 

 

ძვირფასო კოლეგებო, ნებისმიერი გაზეთის თანამშრომელ თითოეულ ჟურნალისტს გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ეთიკური პრინციპების დამნერგავი პირველი ქართული პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნაში. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი სტატიები, რომლებიც საინტერესოდ მიგაჩნიათ ეთიკური გაშუქების კუთხით. შესაძლოა, თქვენ თვითონ გაქვთ შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, დაირღვა თუ არა პროფესიული სტანდარტი თქვენს რომელიმე პუბლიკაციაში (ქარტიაზე მუშაობის პროცესში ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია ასეთი პუბლიკაციების შესახებ); შესაძლოა, ეჭვი სტანდარტის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით სხვას გაუჩნდა თქვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ. თითოეული ასეთი შემთხვევა ჩვენთვის საინტერესოა. არ აქვს მნიშვნელობა, სად და როდის არის გამოქვეყნებული სტატია (ქარტიის მიღებამდე თუ შემდეგ).

 

 

ქართულ მასალაზე დაყრდნობით ეთიკური გაშუქების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა დიდი გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ ექსპერტების კვალიფიციურ პროფესიულ საქმიანობას, თქვენ კი გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ მოგვაწოდოთ/გამოგვიგზავნოთ თქვენი სტატიების ელექტრონული, დასკანერებული ან ბეჭდური ვერსიები 2010 წლის 16 აპრილამდე შემდეგ მისამართებზე: info@cdi.org.ge ; 0160 თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი, N7, ბინა N7. გთხოვთ, წარმოდგენილ მასალებს თან დაურთოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

 

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის, რომლის წარმატების გარანტად ჩვენი მრავალწლიანი ერთობლივი საქმიანობა მიგვაჩნია.

 

 

პატივისცემით,

ია ანთაძე

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...