Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი ჰყავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/sasamartlo1-150x130.jpgსაკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი ჰყავს. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა.

 

 

კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოში სამ წევრს წარადგენს. სასამართლოს ხელისუფლების ქვოტით დანიშნულმა მოსამართლე ბესარიონ ლოლაძემ საკუთარი სურვილით, ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა და მის ნაცვლად, პლენუმის გადაწყვეტილებით ზაზა თავაძე დაინიშნა.

 

 

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ზაზა თავაძე 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში. 2010 წელს დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მაგისტრატურა, სპეციალიზაციით საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირება.

 

 

1999 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. 2008 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლო ხელისუფლების ქვოტით კიდევ ორი წევრი ოთარ სიჭინავა და მაია კოპალეიშვილია წარმოდგენილი.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...