Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - IRI-მ გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/IRI-150x150.gif“საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა” საზოგადოებრივი აზრის კვლევა დაასრულა. გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით 4-დან 13 მარტამდე ტარდებოდა.

 

 

გამოიკითხა 1800 რესპონდენტი, 1000 საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 800 კი თბილისიდან. გამოკითხვის ცდომილება 2.3 პროცენტს არ აღემატება. კვლევა “აი-არ-აის”(IRI) დაკვეთითა და “იუესეიდის”(USAID) დაფინანსებით ჩატარდა.

 

 

“მერის არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?” ამ კითხვაზე გამოკითხული მოსახლეობის 46-მა პროცენტმა მოქმედი მერის გიგი უგულავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი; 9% მხარს არავის უჭერს; 16%-ს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

 

 

კვლევაში პარტიების რეიტინგიცაა მოცემული. რეიტინგულ პარტიათა სამეულში ლიდერობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 36% უჭერს მხარს, თბილისში კი 32%. მეორე ადგილზეა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ქვეყნის მასშტაბით 10%-ით, თბილისში კი 7%-ით. რეიტინგში მესამეა “ლეიბორისტული პარტია”, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ იღებს. პარტიის რეიტინგი რეგიონებში 8%-ია, თბილისში კი 7%.

 

 

“ალიანსი საქართველოსთვის” რეიტინგის სამეულში ვერ მოხვდა. პარტიას ქვეყნის მასშტაბით 6%, თბილისში კი 7% უჭერს მხარს.

 

 

ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” რეიტინგი 1% შეადგენს.

 

 

“ვის შეუძლია რუსული აგრესიის პირობებში ქვეყნის მართვა ყველაზე უკეთ?”, – კვლევის მიხედვით გამოკითხული მოსახლეობის 34% მხარს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჭერს, 8% – “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ გიორგი თარგამაძეს, 6% -”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიას, 5% – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილს, 4% – “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერ ზურაბ ნოღაიდელს კი გამოკითხულთა 3% უჭერს მხარს.

 

 

“რომელ ლიდერს შეუძლია ქვეყნის მართვა ყველაზე უკეთ მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს?” – ლიდერების რეიტინგი კვლევის ამ ნაწილში ასეთია: მიხეილ სააკაშვილს – 40%; გიორგი თარგამაძეს – 8%; ირაკლი ალასანიას – 5%; შალვა ნათელაშვილს – 5%; ნინო ბურჯანაძეს – 2%; ზურაბ ნოღაიდელს – 1%.

 

 

საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ისიც არის გამოკვლეული, თუ როგორია მოსახლეობის პოლიტიკური დაინტერესება. გამოკითხული მოსახლეობის 42%-ის პოლიტიკური დაინტერესება დაბალია, 33%-ის საშუალო, პოლიტიკით მაღალი დაინტერესება მოსახლეობის მხოლოდ 24% აქვს.

 

 

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ ჩატარებულ კვლევაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავენ საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობაში. ისინი კველვას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს მონაცემები მოსახლეობის რეალურ განწყობას ასახავს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...