Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ინგა გრიგოლია საქართველოში დღეს ჩამოდის და უახლოეს დღეებში წინა საარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად ჩაერთვება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/inga-grigolia1-150x150.jpgყოფილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია საქართველოში დღეს ჩამოდის და უახლოეს დღეებში წინა საარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად ჩაერთვება.

 

 

ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ ,,ქრისტიან-დეოკრატების’’ წევრმა გიორგი ახვლედიანმა განუცხადა.

 

 

მისი თქმით, გრიგოლია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 24:00 საათზე ჩამოვა.

 

 

ახვლედიანის შეფასებით, ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა’’ თვითმართველობის არჩვენების მოსაგებად გრიგოლიასთან ერთად უფრო გაცილებით გაძლიერებული იბრძოლებს.

 

 

ამასთან, დეპუტატის მტკიცებით, მათი მერობის კანდიდატის გია ჭანტურიას საარჩევნო კამპანია უკვე დატალურად არის გაწერილი და ასევე, იქნება გრიგოლიასიც, რომელიც უახლოეს დღეებში აქტიურად დაიწყებს მოსახლეობასთან შეხვედრებს.

 

 

,,ადამიანების პრობლემების შესწავლის მიზნით და არჩევნების მოსაგებად საარჩევნო კამპანიაში გაძლიერებული ფრონტით ჩავერთვებით’’, – დასძინა ახვლედიანმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ წარმატებული ყოფილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია პოლიტიკაში მიდის. იგი 30 მაისის თვითმართველობისა და ადგილობრივი არჩევნების მოსაგებად ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ რიგებიდან იბრძოლებს. გრიგოლია თარგამაძის საარჩევნო სიის პირველი ნომერიც იქნება.

 

 

გრიგოლიასა და თარგამაძეს გუნდს შორის მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყოფილი ტელეწამყვანიც ყოფილი კოლეგების შეთავაზებას პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით დაეთანხმა.

 

 

ამასთან, ინგა გრიგოლია დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად შემოდგომაზე მას შემდეგ წავიდა, რაც პირველ არხზე მისი გადაცემა ,,პოლიტიკური კვირა’’ დაიხურა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...