Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “ეროვნული ფორუმი” ამომრჩეველთა ხელახალი რეგისტრაციების ინიციატივით გამოდის


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuliforumi1-150x130.jpg“ეროვნული ფორუმი” ამომრჩეველთა ხელახალი, ბიომეტრიული ფოტოს დახმარებით რეგისტრაციების ინიციატივით გამოდის.

 

 

ამის შესახებ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, სიები ძალიან გაბერილია და ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნისათვის აუცილებელია ამომრჩეველთა რეგისტრაცია არა პირადობის მოწმობით, არამედ ბიომეტრიული ფოტოს დახმარებით რომელიც იდენტიფიკაციის 99% იან გარანტიას იძლევა.

 

 

“ბიომეტრიული ფოტო მოგვცემს საშუალებას ერთმა ამომრჩეველმა ორჯერ ან მეტჯერ ვერ მისცეს ხმა სხვადასხვა პირადობის მოწმობით, სხვადასხვა უბანზე”, _ განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

 

 

მელაშვილმა დღეს საარჩევნოდ გაყალბებული სიების შესახებ ისაუბრა, სადაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სატზე არსებული ინფორმაციები წარმოადგინა.

 

 

წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 1990 წლისათვის მოსახლეობა ქვეყანაში 5 400 000, ხოლო ამომრჩევლთა რაოდენობა 3 600 000 შეადგენდა. 2010 წლის მონაცემებით მაცხოვრებელთა რაოდენობა 4 400 000, ხოლო ამომრჩეველთა კვლავ 3 600 000 შეადგენს.

 

 

“ასეთი მონაცემები ადასტურებს რომ სიები მეტისმეტად გაბერილია. შეუძლებელია მოსახლეობის 80% ამომრჩეველი იყოს. იმის მიუხედავად რომ მოსახლეობის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო”_ განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

 

 

მისი თქმით, სიებში ერთი მილიონი ხმა უკვე გაყალბებულია.

 

 

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ასეთ საარჩევნო გარემოში არჩევნებში მონაწილება შეუძლებელია და არანაირი აზრი არა აქვს”_ აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

 

 

ამომრჩეველთა ბიომეტრიული ფოტოს დახმარებით რეგისტრაციების ტექნიკური კუთხის შესახებ პროექტის პრეზენტაციას, უახლოეს დღეებში გამართავს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...