Nukriko Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 საინტერესოა, რომ საქართველოს უარყოფითი საანაგარიშსწორებო ბალანსი (ქვეყნის ეკონომიკის მოცულობასთან შედარებით) ერთ ერთი უარესია მსოფლიოში.ინფორმაციისთვის, ეს ციფრი სავაჭრო დეფიციტისგან დიდად არ განსხვავდება. 2008 ში ეს იყო 2,9 მილიარდი დოლარი 2009 ში, კრიზისის შედეგად, შემცირდა 1,7 მდე. ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს თუ შეადარებ, 2008 ში ეს შეადგენდა დაახლოებით მ.შ.პ. ს 26% ხოლო 2009 ში 16%. ციფრებიაღებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიტიდან.https://www.cia.gov/library/publications/th...ok/geos/gg.html ასეთ შედარებებს ხშირად ნომინალურ მ.შ.პ. სთან. კი არ აკეთებენ არამედ მსყიდველობითუნარიანობით დათვლილ მ.შ.პ. სთან. თუ ჩვენც ასე გავაკეთებთ ციფრი ოდნავ უკეთესი გამოვა მაგრამ შედარებით ღირებულებას დაკარგავს ზოგ შემთხვევაში. მაგალითად, თუ ამ ციფრებს ( ნომინალურ მშპ ს პროცენტების) შევადარებთ საბერძნეთის ციფრებს 2008 ში გამოდის რომ საბერძნეთის 15% დეფიციტთან შედარებით ჩვენი ციფრი კატასტროფულია. თუ მსყიდველობით უნიარინობით დათვლის მშპ სთან შედარებებს ავიღებთ, საქართველოს ციფრი უკეთესი – 13% – გამოდის. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ საბერძნეთში ნომინალურ დოლარს მსყიდველობითუნაიანობა 1 აქვს საქრთველოში კი 1,4. ანუ, ჩვენთან 1 დოლარი 1,4 დოლარის საქონელს ყიდულობს. მეორეს მხრივ უარყოფითი ბალანსი მოიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ტოვებს უცხოური ვალუტა იმპორტირებული საქონლის სანაცლოდ და ეს თანხები ვალად აწვება კერძო სექტორს ან სახელმწიფოს, ან იფარება კერძო ან სახელმწიფო ქონების გაყიდვის ხარჯზე. შესაბამისად ამ დეფიცითის გავლენა რომ შეაფასეო ვალების თვალსაზრისით ჯობია ნომინალური დოლარით იანგარიშო – კერზო და სახელმწიფო ორგანიზაციების ბალანსებში ნომინალური დოლარი ფიგურირებს და არა მისი მსყიდველობითი უნარი. ეხლა დავუბრუნდები იმას თუ რატომ შევადარე საქარტველო საბერძნეთს – იმიტომ, რომ საბერძნეთი კინაღამ გაკოტრდა, როგორც იცით. ჩვენი ნცაიონალური ვალი ისეთი არ არის რომ გავკოტრდეთ მალე, მაგრამ საიდან იფარება ჩვენი რეკორდული სავაჭრო დეფიციტი. ეტალებს რომ არ ჩავუღრმავდეთ, ინფორმაცია მაინც არა გაქვს რელევანტური მსჯელობისათვის, ადვილი დასანახია, რომ თუ სახელმწიფოზე არ ახდენს დიდ გავლენას ეს დეფიციტი ესე იგი კერძო სექტორს აწვება და ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას აუარესებს. მოდით ეხლა შედარებისთვის ავიღოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც საქრთველოსთან უფრო ახლო დგას ეკონომიკის სტრუქტურითაც და საანაგარიშსწორებო დეფიციტითაც.2008 წელს უარყოფითი ბალანსი ეკონომიკის ნომინალურ მოცულობასთან შედარებით 18% ქონდა ხოლო თუ მსყიდველობითუნარიანობით იანგარიშებდი 14% გამოდიოდა. ლატვია, როგორც მოგეხსენებათ გაკტრდა, მთავრობა დაემხო, ხოლო ქვეყანამ საერთაშორისო სკარედიტო ინსტიტუტებს 7,5 მილიარდი სთხოვა. ჩვენ არ გავკოტრდით უბრალოდ იმიტომ, რომ დასავლეთმა 5 მილიარდიანი დახმარება მოგვცა აგვისტოს ომის შემდეგ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 Nukriko აინტერესოა, რომ საქართველოს უარყოფითი საანაგარიშსწორებო ბალანსი (ქვეყნის ეკონომიკის მოცულობასთან შედარებით) ერთ ერთი უარესია მსოფლიოში.ინფორმაციისთვის, ეს ციფრი სავაჭრო დეფიციტისგან დიდად არ განსხვავდება.მარტო ეს? ესეც ნახე: „ჯეოსელი“ და „ბილაინი“ ტარიფს შეგნებულად არ ამცირებენ. ამის შესახებ გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ იუწყება. გაზეთს ამ ინფორმაციის დასტურად ის ფაქტი მოჰყავს, რომ „ჯეოსელს“ და „ბილაინს“ პრაქტიკულად ერთი მფლობელი ჰყავთ. "ბანკები და ფინანსების" ცნობით, „ჯეოსელის“ მფლობელი „თელიასონერა“ რუსული „მეგაფონის“ აქციების 43%–ს ფლობს. „ბილაინის“ მფლობელი „ალფა გრუპის“ საკუთრებაში კი „მეგაფონის“ 25%–ია. გაზეთის მტკიცებით, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, გასულ წელს „თელიასონერა“ და „ალფა გრუპი“ აქტივების ერთობლივ მართვაზე ოფიციალურად შეთანხმდნენ. შეგახსენებთ: „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა“ კვლევის თანახმად, საქართველო მობილურის ტარიფის სიძვირით პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, მსოფლიოში კი მესამეა. „ბილაინის“ ქართული ტარიფიც დსთ–ში სიძვირით მხოლოდ ყაზახეთს ჩამორჩება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.