planetanews Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/Auction-paddle-150x150.jpg- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით მორიგი აუქციონი გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 12 ობიექტი არის გატანილი, რომელიც საგარეჯოს, ლაგოდეხის, გარდაბნის, ადიგენის, ახალციხის, ჭიათურის, სამტრედიის, ხონის, მარნეულის, ნინოწმინდისა და წალკის რაიონებში მდებარეობს. ყველაზე ძვირად არის შეფასებული საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია. მისი საწყისი გასაყიდი ფასი 85 359 ლარია. მათივე ინფორმაციით, ლიცენზიების მოქმედებების ვადა 5 წელია.აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები სამინისტროში 31 მარტის ჩათვლით მიიღება. რაც შეეხებაა აუქციონის, ის სამინისტროში 6 აპრილს 12:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts