planetanews Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/cxinval3-150x150.jpg ცხინვალის ე.წ ხელისუფლების მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ერთი და რუსეთის ორი მოქალაქე გაათავისუფლა. ოსური მედიის ცნობით, რუსეთის მოქალაქეების ზაურბეკ ხესტანოვის და თემურ ამზოევის, ასევე სოფელ არცევის მკვიდრის გონერი ტოროშელიძის გადაცემა “უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის” სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისთვის ერგნეთში დასახლებულ პუნქტთან განხორციელდა. გათავისუფლებული ხესტანოვის განცხადებით, მას გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას ბრალი წაუყენეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სტუმრობის ბრალდება. ხესტანოვის თქმით, ქართულმა მხარემ მას შესთავაზა უარი ეთქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმისა და საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოში მას ბინას და პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას ჰპირდებოდნენ. თავის მხრივ, გათავისუფლებული ამზოევი სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს, რადგან ქართველებმა მას საბუთები და “ნივის” მარკის კუთვნილი ავტომობილი ჩამოართვეს, რომლითაც იგი დააკავეს 2009 წლის აგვისტოში, როცა მას შვილიშვილი მოჰყავდა საქართველოში სასწავლებლად, – იუწყება კოკოითის ხელისუფლება, რომელიც დაკავებულების გათავისუფლებას “ჟენევის დისკუსიების მე-10 რაუნდის დროს განხორციელებულ პიარ-აქციად” აფასებს. როგორც დაკავებულები აცხადებენ, მათი განთავისუფლების შესახებ ჯერ არაფერი იციან მათმმა ახლობლებმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts