planetanews Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi8-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები’’ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას თხოვენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადება ქართული კვალის თაობაზე შესაძლოა ტერორიზმთან ბრძოლის დროშის ქვეშ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაწყებად წინაპირობა გახდეს. ფრაქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დაუყოვნებლივ დაიწყოს საფრთხეების პრევენციის საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების პროცესი. ,,რუსეთის უშიშროების საბჭო არ არის საგამოძიებო სამსახური, რომელსაც შეუძლია ამცნოს საზოგადოებას ძიების პროცესში განხილული ვერსიების შესახებ. ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც ახდენს უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებას და ამზადებს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს ამ სფეროში. ამიტომ, პატრუშევის განცხადება შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საქართველოსათვის ახალი ომის გამოცხადების საწინდარი’’, – განაცხადა ლალიაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts