planetanews Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristian_demokratebi_015-150x130.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები’’ ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილ პირთა კომპენსაციის სამართლიანი გადაანგარიშების მექანიზმის აღდგენის მოთხოვნით, პრემიერს ნიკა გილაურს მიმართავენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციიის თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, ფრაქციამ შარშან პარლამენტში ინიციატივა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონში~ ცვლილების შეტანის შესახებ’’ შეიტანა და ცვლილება ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა მიმართ იმ უკანონობის აღმოფხვრას გულისხმობს, რაც უკვე მეხუთე წელია ხელისუფლებამ მათ მიმართ დაამკვიდრა. მისი განმარტებით, კანონში საუბარია გადაანგარიშების მუხლის აღდგენის აუცილებლობაზე, რაც 50 ათასი ადამიანისათვის ღირსეული პენსიების გაცემას უზრუნველყოფს. ახვლედიანის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში ჩვენი ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა აღნიშნული პრობლემა შეაფასა და გაირკვა, რომ მის მოსაგვარებლად საჭიროა ბიუჯეტში 36 მილიონი ლარის გამოყოფა. დეპუტატის განცხადებით, პრემიერ მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში ერთადერთი კითხვაა, არსებობს თუ არა მთავრობაში მზაობა, აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებების განსახორციელებლად. ,,ერთადერთი რაც პრობლემის მოგვარებისთვისაა საჭირო, ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა’’, – განაცხადა ახვლედიანმა. ამასთან, ფრაქციის წერილობითი მიმართვა მთავრობის კანცელარიაში დღესვე გადაიგზავნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts