planetanews Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/baTumi001-150x132.jpgესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე ხოსე ბონო მარტინესი დღეს ბათუმს ეწვევა. კონგრესის თავმჯდომარე, საქართველოს, არაოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხოსე ბონო მარტინესი საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ესპანელმა სტუმარმა პირველი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარესთან, ილია მეორესთან გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და ესპანეთს შორის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურული, რელიგიური, სოციალურ-ეკონომიკური საკითხები განიხილეს. “ძალიან მოხარული ვარ, რომ დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე საქართველოს ესტუმრა ესპანეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში. ეს დიდი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის და დიდ მხარდაჭერას ნიშნავს ევროკავშირის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა როგორც ესპანეთთან, ისე ევროკავშირთან კიდევ უფრო გაღრმავდება” – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა. ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე საქართველოდან ხვალ გაემგზავრება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts