planetanews Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/darchiashvili-davit011-150x130.jpgდარჩიაშვილი: მოსკოვი საკუთარი სურვილების მიუხედავად, საერთაშორისო კონიუნქტურას ანგარიშს უწევს საქართველო კრელმში გაკეთებული განცხადებების ხაზგასმას საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მუდმივად ახორციელებს და მოსკოვი საკუთარი სურვილების მიუხედავად, საერთაშორისო კონიუნქტურას ანგარიშს უწევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანის ნიკოლაი პატრუშევის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება ქვეყნისადმი მტრული დამოკიდებულების გამოხატვის საუკეთესო ნიმუშია. დარციაშვილის განცხადებით, პატრუშევი იმ უწყების წარმომადგენელია, რომლისთვისაც უდანაშაულობის პრეზუმფცია უცხო ფენომენია. ,,როცა რუსეთის ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია მისგან არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ხაზგასასმელია ისიც, რომ რუსეთი ანგარიშს უწევს საერთაშორისო კონიუნქტურას და საკუთარი აგრესიული ზრახვების გახორციელებას სწორედ მაშინ იწყებს, როცა საერთაშორისო საზოგადოება მიძინებულია. აგვისტოს ომის შემდეგ კი მთელი მსოფლიო მობილიზებულია და კარგად აქვს გათვიცნობიერებული, თუ რა შეძლება მოხდეს რუსეთის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ჯარები თბილისშიც შემოვიდოდნენ” – აღნიშნა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პატრუშევმა ქართულ სპეცსამსახურები ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts