Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის მიერ განადგურებული ერები


Recommended Posts

უდეგეელები

2002 წელს ითვლებოდა დაახლოებით 1700 (1970 – დაახლოებით 1500, 1989 წ. – დაახლოებით 2000), რომელთაც ეროვნება „უდეგეელი“ მიუთითეს, ერთია კი, რომ უდეგეელთა უმრავლესობა ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს და მთლიანად იქნენ ასიმილირებული რუსულ უმრავლესობასთან, რამაც მიიყვანა მკვეთრ შემცირებამდის მშობლიური ენის მატარებელთა რიცხვი. 2002 წლისათვის მხოლოდ 400 ადამიანმა აღიარა მშობლიურ ენად უდეგეური ენა, მეტწილად უფროსი ასაკის ადამიანებმა.

 

უდეგეელების კომპაქტური დასახლების ტერიტორია უხსოვარი დროიდან მდებარეობდა პრიმორსkის მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ხაბაროვსკის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად მთებში და სიხოტე ალინიას მთისწინეთში ან მდინარეების უსსურისა და ამურის მარჯვენა შენაკადებში.

 

დღევანდელ დღეს უდეგეელები გამოდევნეს მათი სამკვიდროებიდან, ისინი აიძულეს გადასახლებულიყვნენ ძნელად მისაღწევ ადგილებში. საბჭოთა ხელისუფლებამ, იმის გარდა რაც მათ ცარიზმმა დამართა, ჩაითრია კოლექტივიზაციის მორევში. დღეს ყველაზე დიდი უდეგეური მონოეთნიკური დასახლება არის სოფელი აგზუ.

 

აზგუ – სოფელი პრიმორსკის მხარის ტერნეისკის რაიონში, პრიმორიის ყველაზე ჩრდილო დასახლებული პუნქტი, უდეგეელი ხალხის უმთავრესი დასახლება.

 

სოფლის მოსახლეობა – 171 კაცი (2005), მათგან დაახლოებით 140 კაცი – უდეგეელი.

 

„ცზინ“-ში („ცზინის იმპერიის ისტორია“ შედგენილი 1345 წ.) ნათქვამია, რომ ცზინის იმპერიის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით მოსახლეობდნენ „უდეგაის ველური ადამიანები“. ეს არის პირველი ჩვენამდე მოღწეული ცნობა უდეგეს შესახებ.

 

რუსები უდეგეელებს 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში „გაეცვნენ“ ამურისპირეთის და ზღვისპირეთის დაპყრობასთან დაკავშირებით. ამ პერიოდისათვის ისინი განსახლებულები იყვნენ მდინარეების ნაპირებზე, რომლებიც იაპონიის ზღვაში ჩაედინებოდნენ.

 

რუსი ოკუპანტების კოლონიალიზაციის შედეგად ადგილობლივი მოსახლეობის განსახლების არეალი გამუდმებით მცირდებოდა. XX საუკუნის დასაწყისისათვის ჯერ კიდევ იყო მათი დასახლებები კონცენტრირებული და ერთმანეთს ემეზობლებოდნენ და მიმდინარეობდა გარდატეხები მათს გვაროვნულ წყობილებაში. ჯერ კიდევ არის შემონახული გვაროვნული წყობის გადმონაშთები: ლევიტატასა და ავანკულატას ადათები, სისხლიანი შურისძიება, გვართაშორისი ცეცხლის კულტი, პირველყოფილი კოლექტივიზმის სხვადასხვაგვარი ფორმები.

 

1897 წელს ისინი 1841 იყვნენ. მეზობელი თემების სათავეში არჩეული იყვნენ უხუცესები, რომელთაც ამტკიცებდა რუსული ადმინისტრაცია და უთანაბრდებოდნენ უძველესი მამასახლისის უფლებებს.

 

რუსეთის ფედერაციის ჩამორჩენილი პატარა ხალხების შემთხვევაში, ყურადღებას იქცევს მშობლიური ენის პრობლემა. საველე გამოკვლევების თანახმად დღეს მხოლოდ 40 კაცია უდეგეური ენის მცოდნე.

 

გამოიყოფა ორი დიალექტი – ხორულ-ანიუური და ბიკინურ-იმანური...

დღევანდელ დღეს უდეგეური ენა გამოიყენება მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანებში სასაუბროდ.

 

დამწელობა ლათინურ ანბანზე ედეგეურმა ენამ პირველად მიიღო XX-საუკუნის 30-იან წლებში. ოცდაათიანი წლების ბოლოს, ისევე როგორც სხვა ენებისა, დამწერლობა გადავიდა რუსულ ანბანზე, რამაც სხვათა მსგავსად გავრცელება ვერ ჰპოვა და დაიკარგა.

 

უდეგეური მწერლობის შექმნის საკითხი განიხილებოდა 80-იანი წლების შუახანებში, მაგრამ არ გადაჭრილა ცივილიზებული გზით. პირველი ლინგვისტური მონაცემები გაჩნდა ი.პ. ნადაროვის ნაშრომში „ჩრდილო-უსურული ენები“ (ნადაროვი 1887 წ.). შემდეგ პერიოდში სახელდება ათამდე ნაშრომი.

 

აწმყოში რუსმა ექსპლუატატორებმა გადაწყვიტეს საბოლოოდ გაანადგურონ უდეგეური ხალხი. კერძოდ, საუბარი ეხება ბუნებრივი რესურსების მიტაცებასა და ძარცვას. როგორც ნივხების შემთხვევაში, ამან გამოიწვია მთელი რიგი შეჯახებები. ბრძოლა ახლაც არ წყდება.

 

დღითი დღე ძნელდება უდეგეების საარსებო პირობები, მათი სოფლები განადგურების პირასაა მისული. რაც იმის დასტურია, რომ ახლო მომავალში სულ გაქრებიან.

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

ხომ არ აჯობებს ეს ორი თემა რომ გავაერთიანოთ?

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=18401

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...