Nukriko Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 ქრისტიანობამ ჩამოაყალიბა სახელმწიფოს ახალი ხედვა. მისი ავტორი იყო თომა აკვიტანელი. მისი თეორიის მიხედვით სახელმწიფო წარმოადგენს ღვთაებრივი ნების პროდუქტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ძალაუფლება მუდმივი და აუცილებელია, და ის დამოკიდებულია ეკლესიაზე. ამიტომაც ყველა ვალდებულია ყველაფერში დაემორჩილოს ხელისუფალს. არსებობს სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც ღვთაებრივი ნების გამომხატველია. აუცილებელია მას შეეგუო და არ შეეწინააღმდეგო. ასევე უნდა დაემორჩილო ღმერთის მიერ დანიშნულ მეფეს. ამ თეორიის მიხედვით სამეფო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნიშნავს ღმერთისადმი დაუმორჩილებლობას. უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ამ თეორიაში მეფისა და ღმერთის ურთიერთობა, ასევე ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის. IX-X საუკუნეებში ჩამოყალიბდა ორი მახვილის თეორია, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობის დასაცავად ღმერთმა ადამიანებს ორი მახვილი მისცა - ეკლესია და სახელმწიფო. უპირატესობა ამ ორში აქვს ეკლესიას, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა იყოს მეფე. მეორეს მხრივ ბიზანტიური საერო ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ამ ძალაუფლებას იმპერატორს არა ეკლესია, არამედ ღმერთი გადასცემს. მოგვიანებით ჩნდება ახალი თეორია, ეს არის ეგრედ წოდებული ცეზაროპაპიზმი. მის მიხედვით, ბიზანტიის იმპერატორი თავის თავზე იღებს ეკლესიის და სახელმწიფოს მართვას. ცეზაროპაპიზმი პირველად გაჩნდა იმპერატორ თეოდოს დიდის (346-395) მმართველობის დროს და ფორმალურად გაფორმდა იუსტინანეს კოდექსის მიერ. ასევე არსებობს თეორია სიმფონიური ძალაუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბიზანტიაში ეკლესია და სამეფო ხელისუფლება ჰარმონიულად თანაარსებობდნენ, რადგან ორივე ერთ საქმეს ემსახურებოდნენ და მათ შორის რაიმე დაპირისპირებას არ ჰქონდა ადგილი. სიმფონიის თეორია კი საბოლოოდ გააფორმა იმპერატორმა იუსტინიანემ. იუსტინიანეს თეორიის მიხედვით ეკლესია იმპერიის სული, ხოლო სახელმწიფო კი მისი სხეული იყო. მაგრამ სახარებისეული ეკლესია თავის თავს თვლიდა “ქრისტეს სხეულად”. რადგან ბიზანტიაში ეს სხეული სახელმწიფო ითვლებოდა, ყველა მისი ქვეშერდომი დე-ფაქტოდ, ანუAავტომატურად ხდებოდა ეკლესიის წევრი. ამით კი იშლებოდა საზღვარი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. უფრო მეტიც, ეკლესიას საერთოდ ვეღარ ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და ვეღარ ასრულებდა საკუთარ ფუნქციას, რამეთუ ამ ფუნქციის შესრულება მეტწილად იტვირთა სახელმწიფომ. ამიტომაც იმპერატორი მუდამ უფრო ესწრებოდა საეკლესიო კრებებს და საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა საკესიო კრებების შედეგზე. თუ კი რომისპაპი ითვლებოდა უცოდველკად მხოლოდ კათედრაზე მყოფი, კათედრის მიღმა კი ის ისეთივე ცოდვილად ითვლებოდა როგორიც ჩვეულებრივი ადამიანი იყოს, ცეზაროპაპიზმის შემთხვევაში ბიზანტიის იმპერატოტრი უცოდველი იყო ძილშიც კი. ცეზაროპაპიზმი არის ბიზანტიურ-მართლმადიდებკლური და რუსულ-მართლმადიდებლური მოვლენა. რამოდენიმე ისტორიკოს მიაჩნია რომ დავით აღმაშენებელმაც რომელმაც მოიწვია საეკლესიო კრება და რომელიც ესწრებოდა და რომელმაც ახალი თანამდებობა შემოიღო, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო ცეზაროპაპიზმის გამოვლინება რადგან მან საკუთარი ძალაუფლებას დაუქვემდებარა საერო და სასულიერო ხელისუფლება. თუმცა დავით აღმაშენებლზე ბევრი რამ ჯერ სადაოა და გადაწყვეტით ვერ ვიტყვით რომ ეს მართლა ასე იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.