planetanews Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/finansta4-150x84.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების ფაქტზე სამი პიროვნება დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ძმები რამინ და როლანდ გაბლაიები ე.წ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „რკინისა და ხის ბაზრობაზე“ მათსავე კუთვნილ საამქროში სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე წერდნენ ყალბ ზედნადებებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ 800 ლარის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოუწერეს ყალბი სასაქონლო ზედნადები 7 000 ლარის ღირებულების ხის მასალაზე. ასევე დაკავაებულია ინდივიდუალური მეწარმე გივი ბახტაძე, რომელიც ყალბ ზედნადებებს თავისი მამის სახელით წერდა. სამართალდამცველებმა იგი მაშინ დააკავეს, როცა მან ერთ-ერთ მოქალაქეს 300 ლარის სანაცვლოდ გამოუწერა ყალბი ზედნადები 8 000 ლარის ღირებულების პირველი ხარისხის პურის ფქვილზე. მათივე ინფორმაციით ორივე აღნიშნული ფაქტის გამო სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და პირველი ნაწილებით, რაც შესაბამისად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე და ორიდან ოთხ წლამდე ვადით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts