planetanews Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/55169757ee02fad1f29ace7bb058196f-150x150.jpg_ დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, უბედური შემთხვევის შედეგად რამდენიმე წუთის წინ ორი შუახნის ქალბატონი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაცით ქალების გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მეზობლებმა ძლიერი ბუნებრივი აირის სუნის შედეგად, სამაშველო სამსახური გამოიძახეს , თუმცა სპეციალისტებს ისინი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილი ქალბატონი 60 წლის სულიკო დანელია და მისი და არიან. ორივე გარდაცვლილი ქალი აბაზანაში იმყოფებოდა, სპეციალისტების ინფორმაციით გაზის გაჟონვა წყლის გამათფობლიდან მოხდა. “გაზის რაოდენობა შემთხვევის ადგილზე, იმდენად დიდი იყო, რომ სადარბაზოშიც ძლიერი სუნი იდგა, იყო საშიშროება რომ მას აფეთქებაც მოჰყოლოდა”_ განაცხადა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. შემთხვევის ადგილას ამ წუთებში ექსპერტები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts