planetanews Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/a1260539501-150x150.jpg_ ეროვნულმა საბჭომ საკონსტიტუციო კომისიაში საბჭოს ინიცირებული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის პროექტი შეიტანა. როგორც ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა და “ხალხის პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ “ექსპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, მმართველობის საპრეზიდეტო მოდელი, რომელიც დღეს საქართველოშია უზურპირებულია პრეზიდენტის მიერ. პროექტი ინიცირებულია ეროვნული საბჭოს მიერ და ის როგორც ერთ ერთი პროექტი საკონსტიტუციო კომისიაში დაიდება განსახილველად. “ჩვენ არ გვაქვს იმედი იმისა, რომ პროექტს განიხიოლავენ, მითუმეტეს იმედი არა გვაქვს, რომ პრეზიდენტი მიიღებს მას, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საპრეზიდენტო ერთპარტიულ მართველობას გავაუქმებთ”, _ განაცხადა ალექსანდრე შალამბერიძემ. შალამბერიძის განცხადებით, საპარლამენტო მოდელი აუცილებელია ქვეყნის ნორმალური განვითარებისა და წინსვლისათვის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts