planetanews Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/284_186_815470_untitled77.bmp_ ილიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, დღეს აშშ-ს სახელმწიფოს მდივნის ყოფილი მოადგილე სტროუპ ტელბოტი და ევროკავშირის ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილი თავმჯდომარე, ხავიერ სოლანა შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა სტუდენტებთან საქართველოსა და აშშ_ს ურთიერთობებზე და ანექსირებულ ტერიტორიაზე ისაუბრეს. სოლანას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თვითმართველობის არჩევნები და ის ქვეყანაში, ბევრ რამეს განსაზღვრავს. სტუმრები ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხსაც შეეხნენ. ტელბოტის განცხდებით, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ანექსირებული. “საქართველოს ტერიტორიები დღეს რუსეთის მიერაა ანექსირებული. მან აუცილებლად უნდა შეცვალოს საქართველოსთან ურთიერთობის ფორმა და დათმოს ანექსირებული ტერიტორიები. საქართველლო სუვერენული ტერიტორიაა და ის საკუთარმა ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს”_ განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას სტროუპ ტელბოტმა. მისივე თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს ასევე ჟენევის კონსულტაციები. ხავიერ სოლანა და სტროუპ ტელბოტი თბილისს ამაღამ დატოვებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts