planetanews Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_3838-150x150.jpg,,PSP”-ს ფარმაცევტულმა საწარმომ “ჯი-ემ-პი” უკრაინაში ქართული წამლის პირველი ექსპორტი განახორციელა.როგორც “ჯი-ემ-პის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ანთაძემ განაცხადა, კომპანია უკვე მესამე წელია ახორცილებეს ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში.მისი თქმით, გასულ წელს კომპანიამ 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა საექსპორტოდ, წლევანდელი წლის პირველი ორი თვის მონაცემებით კი ამ მაჩვენებელმა 1 მლნ ლარს მიაღწია.“2007 წელს პირველი ექსპორტი განხორციელდა შუა აზიაში, შემდგომში ექსპორტის არეალი გაფართოვდა დსთ-ს რიგ ქვეყნებში; ესქპორტზე გატანილი მედიკამენტების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, 2009 წელს მან 3,5 მლნ დოლარი შეადგინა; 2010 წლის მხოლოდ 2 თვეში კი უკვე 1 მლნ დოლარი; ამასთან იზრდება საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი. ახლა უკვე პირველი ექსპორტი განხორცილედა უკრაინაში. უკრაინა საბჭოთა პერიოდიდან დიდი ფარმაცევტული ტრადიციების ქვეყანაა, რამდენიმე ფარმაცევტული საწარმოს პროდუქციის იმპორტი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში; დღეს კი, უპრეცენდენტო შემთხვევაა: უკრაინაში ქართული საწარმოს “ჯი-ემ-პი”-ს 60 000 აშშ დოლარის ქართული წამალი გაიგზავნა. ახლოეს მომავალში პირველი ექსპორტი განხორცილედება ლიბიაში”, – განაცხადა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას გიორგი ანთაძემ.‘ჯი-ემ-პის” გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია გეგმავს ექსპორტის განხორციელებას აზერბაიჯანში, ლიბიაში, სიერა ლეონესა და უზბეკეთში, ასევე სხვა შუა აზიურ ქვეყნებში.მისივე თქმით, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფრანგეთთან ქართული მედიკამენტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.“მნიშვნელოვანი პროცესი მიდის საფრანგეთში ქართული პრეპარატების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საფრანგეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანაში დარეგისტრირება ნიშნავს იმას, რომ პრეპარატისთვის ღია იქნება ევროპული ბაზარი. სტანდარტები და მოთხოვნები არის ძალიან მაღალი, თუმცა ის ეტაპები რაც ჩვენმა საწარმომ გადალახა, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ რომ პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება,” – აღნიშნა გიორგი ანთაძემ.‘ჯი-ემ-პის” გენერალური დირექტორი გიორგი ანთაძე- “ჯი-ემ-პი” როგორც “პე-ეს-პეს” ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც ამ ჯგუფისათვის ასევე ქართული ეკონომიკისათვის. “ჯი-ემ-პი” დღეს უკვე შედის იმ კომპანიათა რიცხვში, რომლებიც თავის პოტენციალს თანდათანობით ზრდიან და შემოაქვთ შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკაში. ჩვენ უკვე მესამე წელია ვახორციელებთ პროდუქციის ექსპორტს საზღვარგარეთ. შარშანდელი წელი დავასრულეთ იმით, რომ საექსპორტოდ გატანილი პრეპარატების ოდენობამ 3,5 მილიონ დოლარს გადააჭარბა, წელს კი პირველი ორი თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი მილიონ დოლარს უტოლდება. ჩვენ დღეისთვის რეგისტრირებული გვაქვს პრეპარატები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი საფრანგეთში. ჩვენი პრეპარატები რეგისტრირებულია აფრიკის ქვეყნებში: ლიბიასა და სიერრა-ლეონეში. გუშინ კი მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი. პირველად ჩვენ გავუშვით საქონელი უკრაინაში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? უკრაინა თავისთავად არის ცნობილი როგორც მსხვილი ფარმაცევტული ქვეყანა. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ბაზარი გაჯერებული იყო უკრაინული პროდუქციით, ჩვენ დღეს შევძელით Gგარდატეხის შეტანა და დღეს უკვე უკრაინაშიც შედის ქართული წამალი. ეს არის ქართული ფარმაციის ისტორიაში პირველი შემთხვევა. აპრილის თვეში ჩვენ ასევე განვახორცილებთ პირველ ექსპორტს ლიბიაში, მაისში კი სიერრა-ლეონეში. მესამე წლია მყარად ვართ მოკიდებული ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ასევე სხვა შუა აზიური ქვეყნები, რამდენიმე კვირაში ვგეგმავთ ექსპორტს აზერბაიჯანსა და მოლდავეთში. მნიშვნელოვანი პროცესი მიდის საფრანგეთში ქართული პრეპარატების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საფრანგეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანაში დარეგისტრირება ნიშნავს იმას, რომ პრეპარატისთვის ღია იქნება ევროპული ბაზარი. სტანდარტები და მოთხოვნები არის ძალიან მაღალი, თუმცა ის ეტაპები რაც ჩვენმა საწარმომ გადალახა, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ რომ პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. ჯი-ემ-პი არის ლიდერი არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ხდება საერთაშორისო დონის კომპანია. დღეისათვის “ჯი-ემ-პი” აწარმოებს 150-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს და ყოველწლიურად ამატებს ახალ პრეპარატებს მსოფლიო მედიცინის მიღწევების კვალდაკვალ; ,,ჯი-ემ-პი~-ს მიერ წარმოებული პრეპარატები ფართოდ გამოიყენება ქართველი ექიმებისა და მოსახლეობის მიერ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიო ბაზარზე ქართული ფარმაკოლოგიური პრეპარატების იმიჯი დღითიდღე იზრდება და ქართული წამალი მაღალ ხარისხთან ასოცირდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts