Jump to content
Planeta.Ge

180 მილიონიანი სესხი დაგვემატა


Recommended Posts

EBRD-მ და საქართველომ 180 მლნ ევროს ღირებულების ორი პროექტი გააფორმეს

სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 მარ.'10 / 14:52

Share/Save/Bookmark

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს 180 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს ორი მსხვილი პროექტის დასაფინანსებლად - ერთი, თბილისის ახალი შემოვლითი სარკინიგზო ხაზის, ხოლო მეორე, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს.

 

100 მილიონი ევრო გამოიყოფა თბილისის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის ქალაქის ჩრდილოეთით, 10 კილომეტრის მოშორებით გადატანის მიზნით. რკინიგზის ეს მონაკვეთი საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნით ტვირთების მოძრაობის მთავარ მარშრუტს წარმოადგენს.

 

80 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოიყოფა ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” ზესტაფონსა და გარდაბანს შორის 315 კილომეტრიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ასაშენებლად. პროექტი ასევე მოიცავს თურქეთის საზღვართან ახლოს - ახალციხეში, ახალი ქვესადგურის მშენებლობას, რომელიც საქართველოს და თურქეთის ელექტროსისტემებს დააკავშირებს.

 

”ეს პროექტი კარს გაუღებს შემდგომ ინვესტიციებს ელექტროგენერაციის სექტორში, კერძოდ განახლებადი ენერგიის სფეროში, რისთვისაც კავკასიის რეგიონს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია,” - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა თომას მიროუმ 17 მარტს თბილისში გამართული ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ.

 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა თომას მიროუსთან შეხვედრაზე, რომ ორივე პროექტს ”ისტორიული” მნიშვნელობა აქვს.

 

პროექტს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით, თანადაფინანსებას უწევს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), European Union Neighboring Investment Facility და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW).

 

სავარაუდოდ, თბილისის შემოვლითი სარკინიგზო პროექტის თანადაფინანსება მოხდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ და European Union Neighboring Investment Facility-ის გრანტით, ასევე გერმანიის მთავრობის მიერ დამატებით გამოყოფილი გრანტით.

როგორ და ვინ გაისტუმრებს ამდენ ვალს?

არის კი ეს სესხები საჭირო და გამართლებული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 46
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს 180 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს ორი მსხვილი პროექტის დასაფინანსებლად - ერთი, თბილისის ახალი შემოვლითი სარკინიგზო ხაზის, ხოლო მეორე, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს

კარგია. გარდა იმისა რომ თბილისი განიტვირთება მატარებლებისაგან, ხალხიც დასაქმდება ამ მშნებელობებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კარგია. გარდა იმისა რომ თბილისი განიტვირთება მატარებლებისაგან, ხალხიც დასაქმდება ამ მშნებელობებზე.

ნუ იტყვი! :))

იმდენი მატარებელი დადის, არარ ვიცით როგორ ავაცილოთ ერთმანეთს !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია. გარდა იმისა რომ თბილისი განიტვირთება მატარებლებისაგან, ხალხიც დასაქმდება ამ მშნებელობებზე.

 

იქნებ სჯობდა ერთი მუნიციპალური საავადმყოფო?

 

ვალებს, ვალებს ვი და საიდან გაისტუმრებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგია. გარდა იმისა რომ თბილისი განიტვირთება მატარებლებისაგან, ხალხიც დასაქმდება ამ მშნებელობებზე.

და ელ.გადაცემის სადენები? დაგავიწყდა? რამდენი სახლი განათდება კიდევ :)) :givi:

 

ისე გუშინ საბურთალოზე ვერაფრით ვერ გადავედი ერთი ქუჩიდან მეორეზე, იმდენი მატარებელი იყო რომ....იმედია აეროპორტისკანე მიმავალ მატარებელს დატოვენებ ქალაქში, სულ სავსეა და უდიდესი ეკონომიური ეფექტია აქვს საქართვლოს ბიუჯეტისათვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

იქნებ სჯობდა ერთი მუნიციპალური საავადმყოფო?

საავადმყოფოც საჭიროა და რკინიგზაც.

 

ვალებს, ვალებს ვი და საიდან გაისტუმრებს?

ეგ მევალემ იდარდოს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ სჯობდა ერთი მუნიციპალური საავადმყოფო?

 

ვალებს, ვალებს ვი და საიდან გაისტუმრებს?

 

 

ვალებს ჩვენ გავისტუმრებთ, ეს ყველაფერი ხომ ჩვენთვის კეთდება

 

ბადრი_წიქორაძე

 

საავადმყოფოც საჭიროა და რკინიგზაც.

 

 

ეგ მევალემ იდარდოს :))

:givi: :givi: აბა, სააკაშვილი თურმე თავის სახელზე იფორმებს ამ ვალებს. საწყალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

აეროპორტისკანე მიმავალ მატარებელს დატოვენებ ქალაქში, სულ სავსეა და უდიდესი ეკონომიური ეფექტია აქვს საქართვლოს ბიუჯეტისათვის

ვუი! ეს რამ გაგახსენა :))

გუშინ ვიყავი აეროპორტში, ისე ლამაზადაა დაჟანგებული ლიანდაგებიიიიიიიი - მტერს შეშურდება!

 

ის შუშის ლოკოკინა სადგური კი სულ მთვრითაა დაფარული - რაღა გარეცხავს მაგას არ ვიცი :givi:

 

Saturn

ეგ მევალემ იდარდოს

ეგ მევალე შენი მომავალი შვილია, სატურნიკო

ასე რომ.........

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

proletari

 

ვუი! ეს რამ გაგახსენა :))

გუშინ ვიყავი აეროპორტში, ისე ლამაზადაა დაჟანგებული ლიანდაგებიიიიიიიი - მტერს შეშურდება!

 

ის შუშის ლოკოკინა სადგური კი სულ მთვრითაა დაფარული - რაღა გარეცხავს მაგას არ ვიცი :givi:

 

Saturn

 

ეგ მევალე შენი მომავალი შვილია, სატურნიკო

ასე რომ.........

ვერ დავიჯერებ

 

ფრიდრიხ იქნებ დადოთტ ამ მატარებლის და სადგურის ფოტო სურათები?

 

ისე პატრიოტი ნაციონალების პასუხი არ მოგეწონათ ამ ვალის აღებაზე, ჩვენ რა, ქვეყანამ იდარდოსო. ხომ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა!!!

 

ვორნი +20 %

2.2. იარლიყების მიწებება ფორუმელზე. სასჯელი: სიტყვიერი გაფრთხილებიდან ვორნამდე.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კარგია. გარდა იმისა რომ თბილისი განიტვირთება მატარებლებისაგან, ხალხიც დასაქმდება ამ მშნებელობებზე.

რკინინგზის სადგურები, მერამდენადაც ვიცი ყველა ქალაქში ცენტრალურ ნაწილებშია განთავსებული და არა სადღაც ქალაქის განაპირასაც ვერ დავარქმევ თბილისის ზღვის მეორე მხარეს.

იქ რომ მოუხდება მოსახლეობას სიარული მატარებელში ჩასაჯდომათ, მერე ნახეთ მათი ტკბილი სიტყვები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

რკინინგზის სადგურები, მერამდენადაც ვიცი ყველა ქალაქში ცენტრალურ ნაწილებშია განთავსებული და არა სადღაც ქალაქის განაპირასაც ვერ დავარქმევ თბილისის ზღვის მეორე მხარეს.

იქ რომ მოუხდება მოსახლეობას სიარული მატარებელში ჩასაჯდომათ, მერე ნახეთ მათი ტკბილი სიტყვები.

შემოვლითი სარკინიგზო ხაზი რამდენადაც ვიცი სატრანზიტო მატარებლებისთვის უნდა აშენდეს.

 

 

P.S. ისე მევალე იმ პირს ჰქვია ვინც ვალი გასცა. ვინც აიღო ვალი, ის მოვალეა.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

 

ქალბატონო ნანი,მითხარით რა აეროპორტის მატარებელი განრიგით მოძრაობს? გუშინ იქით ვიკითხე და მუშაობსო,მაგრამ არ მჯერა მიშისტების.

 

 

 

რაც შეეხება ამ პროექტს,თუ ქალაქი განიტვირთება კარგი გამოვა,მაგრამ ძუკუს თქმის არ იყოს,ყველა დიდ ქალაქებში რკინიგზის სადგურები არის ქალაქის ცენტრში.

ნიუ–იორკში,ცენტრალური ვაგზლები (ავტობუსი,მატარებელი)მანჰეტე

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...