Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 3.5 მლრდ ლარს გადააჭარბა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/13597-150x150.jpg_ საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 2010 წლის 1 მარტისათვის 3.5 მლრდ ლარს გადააჭარბა.

 

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი, 1.2 პროცენტით ანუ 40.9 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის 1 თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

მათივე ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების, ისე ვადიანი დეპოზიტების ზრდას, შესაბამისად, 26.6 მლნ ლარით ანუ 2.1 პროცენტით და 13.7 მლნ ლარით 0.6 პროცენტით.

 

 

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2010 წლის 1 მარტისათვის 72.7 პროცენტი შეადგინა – 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლები 1 თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.2 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.7 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.0 პროცენტს.

 

 

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 76.6 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 22.2 პროცენტს შეადგენს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...