planetanews Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2BDF3A97-52AE-4D28-8DA8-1AFF462BD651_mw800_mh600-150x150.jpgეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 36.0 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით გაიზარდა და 8418.5 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1532.9 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 18.2 პროცენტია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78.4 პროცენტი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 78.5 პროცენტი მიაღწია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts