planetanews Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/preview.php_-150x150.jpgმიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს მიაღწი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვეებელი წინა თვესთან შედარებით, 0.6 პროცენტით გაიზარდა და 5.3 მლრდ ლარს მიაღწია. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.0 პროცენტით, ანუ 11.6 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.5 პროცენტით, ანუ 18.4 მლნ ლარით გაიზარდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2010 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 553.7 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით ანუ 5.0 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.5 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.3 პროცენტით ანუ 30.6 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი. იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.6 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 3.1 პროცენტით ანუ 42.5 მლნ ლარით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს გადააჭარბა. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.1 პროცენტს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 მარტისათვის 664.4 მლნ ლარით განისაზღვრა (1.2 პროცენტით ანუ 8.2 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით)` 11.6 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 348.1 მლნ ლარია (0.03 პროცენტით ანუ 92.0 ათასი ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.3 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.2010 წლის თებერვლის თვის განმავლობაში 0.3 პროცენტით ანუ 6.1 მლნ ლარით შემცირდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1 მარტისათვის 2.0 მლრდ ლარი შეადგინა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts