planetanews Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2009102205311-150x150.jpgსაქართველოს არაოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე, ხოსე ბონო მარტინესი ეწვია. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხოსე ბონო მარტინესი საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს შეხვდება. სტუმარი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც შეხვდება. ასევე დაგეგმილია კულტურული პროგრამაც, რომლის ფარგლებში ესპანელი სტუმარი დაათვალიერებს ძველი თბილისის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, სამებისა და მეტეხის ტაძრებს, ასევე ეწვევა მცხეთას, მოინახულებს ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოვლის ტაძარს. 31 მარტს დაგეგმილია ხოსე ბონო მარტინესის ვიზიტი აჭარაში, ქალაქ ბათუმში. ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე საქართველოდან 1 აპრილს გაემგზავრება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts