planetanews Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/logo7-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები’’ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათების დაწესების მიზნით ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ კანონში ცვლილებებს მოითხოვენ და ინიციატივითაც გამოდიან. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ფრაქციის წევრმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, ცვლილებებით ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი ოფიციალურად მიენიჭებათ მრავალშვილიანის სტატუსი, რაც ავტომატურად უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის შეღავათებს განათლების, ჯანდაცვის და ბინათმოწყობის საკითხებში. მისი შეფასებით, მრავალშვილიანები ყველაზე დაუცველები არიან, რადგან მათთვის არცერთი შეღავათი არ არსებობს. ,,კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ ერთ სამარცხვინო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც 7 არასრულწლოვანი ბავშვის შემთხვევაში ოჯახს ეძლევა თვეში 35 ლარი. ეს ნორმაც 2007 წლამდე მოქმედებდა და დღეს უფუნქციოა. დედები არჩევანის წინაშე დგანან შეუძინონ ბავშვს სახელმძღვანელო თუ ფეხსაცმელი’’, – განაცხადა ანიკაშვილმა. ანიკაშვილის თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის გრძელვადიანი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ოჯახებში ჯანსაღი და განათლებული ადამიანების აღზრდას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts