planetanews Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/viza-150x150.jpgრუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტეოდორ ვაკონსკი იმედოვნებს, რომ საშინაო მიღწევების გამო, საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი და ვაჭრობა გაუმარტივდება. ამის შესახებ, მინისტრმა დღეს, გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში რეფორმების კუთხით ახალი მიღწევებია. “თქვენს ქვეყანაში არის რეფორმების კუთხით ახალი მიღწევები. დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა გაქვთ. ეს ყველაფერ კი იმედი გვაქვს დადებითად აისახება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციისთვის. რუმინეთი ყოველთვის განიხილება საქართველოს მეგობარ ქვეყნად და ჩვენი მხრიდან, თქვენ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ასევე ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ჩვენი მხარდაჭერა გექნებათ,” – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, მინისტრის თქმით, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნება რუმინული ენის კათედრა და ასევე რუმინეთში ჩამოყალიბდება ქართული ენისა და კულტურის კათედრა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts