lasha_alo Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 http://thefastertimes.com/foreignpolicy/wp-content/userphoto/25019ec11c258fd7140015ff93a7f9f8Lam1.jpgლინკოლნ მიტჩელი-ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოში მოგაგონებთ სცენას 1980-იანი წლების კლასიკური, კომედიური ჟანრის ფილმიდან „თევზი სახელად ვანდა“, სადაც ოტო (კევინ კლაინის პერსონაჟი) დაიჭერს ქურდს, რომელიც არჩის (ჯონ კლიზის პერსონაჟი) სახლს ძარცვავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდება რომ ქურდი თავად არჩია, ოტო ბოდიშის მოხდას ცდილობს, თუმცა თავს ვერ იკავებს და ბუნებრივ კითხვას სვამს: „არა, ვერ გავიგე, და რატომ ძარცვავდი საკუთარ სახლს?“ საქართველოს მთავრობასთან ძალიან დაახლოებული ტელეარხის „იმედი“-ს მცდელობის შემდეგ ქართველი ხალხისთვის რუსეთის საფრთხე შეეხსენებინა (თითქოს მათ ამის შეხსენება სჭირდებოდათ) ეთერში რუსეთის ინტერვენციაზე ყალბი „ახალი ამბები“-ს გადაცემით, რასაც ამ სიცრუის გამო მთავრობის მიმართ პანიკა და ბრაზი მოჰყვა, ყველას უჩნდება სურვილი საქართველოს მთავრობას ანალოგიური კითხვით მიმართოს: „გაუგებარია, საკუთარ ქვეყანაში რატომ ქმნით ყალბი ინტერვენციის სურათს?“ სატელევიზიო პროგრამას, რომელსაც წინ უძღოდა გაფრთხილება, მაგრამ თავად მაუწყებლობის დროს არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ ახლდა ამბობენ რომ პანიკა მოჰყვა, ხალხი ბანკებს, მაღაზიებს და ბენზინგასამართ სადგურებს მიაწყდა, იყო გულის შეტევის და სხვა საგანგებო სამედიცინო შემთხვევის ფაქტები. ბევრი რიგითი ქართველი ამ ოინის გამო საკუთარ მთავრობაზე გაბრაზდა, დიპლომატებმა კი, მათ შორის საფრანგეთის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა გაოცება და შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ ამ გადაცემაში მათი კადრებიც გამოიყენეს დუბლირებული ხმით, თითქოს კრიზისი რეალური იყო. „იმედი“-ს და საქართველოს მთავრობის თავდაპირველი რეაქცია ისეთი გახლდათ, რომ თითქოს არც კი ესმოდათ რამდენად უცნაური და აღმაშფოთებელი რამ ჩაიდინეს. პირველი განცხადებები ისე ჟღერდა, რომ „იმედ“-მა ხალხს სამსახური იმით გაუწია, რომ მაყურებელს შეახსენა ის, რაც შეიძლება მომავალში მომხდარიყო. გადაცემის გარშემო დაწყებული დავა სწრაფად გადაიზარდა იმაზე დავაში, იცოდა თუ არა და როდის გაიგო ამ რეპორტაჟის შესახებ პრეზიდენტმა. საქართველოში მედია-საშუალებების მდგომარეობისა და იმავდროულად პრეზიდენტ სააკაშვილს და გიორგი არველაძეს, „იმედი“-ს დირექტორს შორის ურთიერთობის გათვალისწინებით, ბევრს ეჭვი არ შეჰპარვია იმაში, რომ სააკაშვილმა გადაცემის შესახებ იცოდა და ის წინასწარ მოიწონა, თუმცა ამას მხოლოდ ორ მამაკაცს შორის ერთი სატელეფონო ჩანაწერი ადასტურებს, რომელსაც არველაძემ და სხვებმაც ყალბი უწოდეს. დღემდე გაურკვეველია არველაძე სიმართლეს ამბობს თუ არა, თუმცა ჩანაწერის ნამდვილობა შესაძლებელია, რადგან სატელეფონო საუბრები და ვიდეო კადრები, ნამდვილი თუ ყალბი, ბოლო წლებში ქართული პოლიტიკის ცენტრალური ნაწილია. სატელეფონო ჩანაწერების ავთენტურობაზე ფოკუსირებამ, ყურადღების მიღმა დატოვა ის, თუ რამდენად უცნაური და შემაშფოთებელი ინციდენტი მოხდა. „იმედი“-ს გადაცემა 1938 წელს აშშ-ში CBS-ის ეთერში გასული რადიო გადაცემის „სამყაროთა ომი“-ს გამოძახილი გახლდათ, თუმცა „სამყაროთა ომი“ 70 წლის წინ გადაიცა და აშშ-ში კოსმოსიდან უცხოპლანეტელების ინტერვენციის, არარეალისტური და უპრეცენდენტო შემთხვევის შესახებ იუწყებოდა. ტელეკომპანია „იმედ“-მა კი ეთერში საქართველოში რუსეთის ინტერვენციის ისტორია გადასცა, რაც არც უპრეცედენტო მოვლენა არ არის და გაცილებით უფრო შესაძლებელია ვიდრე ინტერვენცია კოსმოსიდან. გარდა ამისა, „იმედი“-ს გადაცემამ მოქმედი ქართველი პოლიტიკური ლიდერების კადრებიც გააყალაბა, მათი ვინც სააკაშვილის რეჟიმს ოპოზიციაში უდგას და ბუნებრივია ისინი ისე წარმოადგინა, თითქოს ინტერვენციას და რუსეთის ახალ მმართველობას საქართველოში მიესალმებოდნენ, რაც თავისი შინაარსით არაპარტიულ „სამყაროთა ომს“ არ გაუკეთებია. მნიშვნელოვანია, რომ გადაცემაში საქართველოს ჯარის მარცხია ნაჩვენები, რაც ააშკარავებს იმ შიშსა და მსხვერპლად ყოფნის გაცნდას რაც საქართველოს მთავრობის მახასიათებლად იქცა და არსებობს საფრთხე, რომ ის იმავდროულად ქართველი ერის მახასიათებლებად შეიძლება იქცეს. მართალია, არავინ დაობს იმაზე რომ საქართველოში რუსეთისადმი შიში ლეგიტიმურია, თუმცა თუკი ეს შიში ამ ქვეყნის მახასიათებელი ხდება, რაც ასახიჩრებს ქვეყნის განვითარების და რაციონალური მოქმედების უნარს, მაშინ რუსეთი ყოველგვარი გასროლის გარეშე გამარჯვებულია. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების დღიდან, საქართველოში საუბარი ხელახალ რუსულ ინტერვენციაზე არ შეწყვეტილა. ნაწილობრივ ეს ბუნებრივიცაა, თუმცა გარკვეულწილად ის საშინაო პოლიტიკური საჭიროებებიდანაც გამომდინარეობს. „იმედი“-ს გადაცემა სერიოზული საბაბია იმათთვის, ვინც ამტკიცებდა რომ შიში რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია და ეს მხოლოდ ალყაში მოქცეული მთავრობის მაქინაციებია. „იმედი“-ს გადაცემა მისმა ავტორებმა უდროოდ დაგეგმეს, რადგან რეპორტაჟი ეთერში იმ დროს გავიდა, როდესაც შიდა ოპოზიცია მისთვის ჩვეული მასობრივი თვითმკვლელობის მორიგ აქტს ჩადიოდა. ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი მოსკოვში ვიზიტებს ახორციელებდა, რითაც აძლიერებდა ხმებს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ნაწილი რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს. საოცარი სისწრაფით ჯერ შეიქმნა და მერე დაიშალა მთელი რიგი ალიანსები და გარიგებები, რამაც სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის თუ ვინ და რამდენი ოპოზიციური კანდიდატი შეეცდებოდა მერის ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი პოსტისთვის ბრძოლას თბილისში დაგეგმილ უახლოეს ადგილობრივ არჩევნებზე, იმ ფონზე როდესაც ამ არჩევნებში გამარჯვება ფაქტობრივად გარანტირებული ჰქონდა მოქმედ მერს, სააკაშვილისადმი ლოიალურ გიგი უგულავას. პროგრამამ ოპოზიცია ყურადღების მიღმა იმ დროს დატოვა, როდესაც ყველა ის მომენტი, როდესაც მედია ყურადღებას ოპოზიციის თვითნგრევაზე ამახვილებდა, სააკაშვილზე, უგულავასა და მათ პარტიაზე „ნაციონალურ მოძრაობა“ პოზიტიურად მუშაობდა. „იმედი“-ს გადაცემის სხვა ნეგატიური შედეგები ჯერ ცხადი არ არის. დღესაც არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის ახლობელსა და მის მხარდამჭერ არველაძეს საკუთარ მახვილი განგმირავს, მაგრამ ეს არ იქნება სამართლიანი არველაძის მიმართ და ვერც პრობლემას ვერ გადაწყვეტს, თუმცა ის გარკვეულ შვებას მოჰგვრიდა მათ, ვინც ამ ფაქტზე პასუხისმგებელთა დასჯას ითხოვს, თუმცა ძალიან ცოტას თუ სჯერა, რომ ამ რეპორტაჟის ეთერში გაშვებაზე მხოლოდ არველაძეა პასუხისმგებელი. რეაქცია ნატო-ს და სხვა დიპლომატების მხრიდან იმაზე მიუთითებს, რომ ამ გადაცემამ კიდევ უფრო დააშორა საქართველო მის მიზანს გახდეს ნატო-ს ნაწილი. ისეთი აბეზარი ქმედება, როგორიცაა ინტერვენციის იმიტაცია საკუთარ ქვეყანაში მკვეთრად პრო-სახელისუფლებო სატელევიზიო არხზე, საქართველოს ისეთ მდგომარეობაში აყენებს, როდესაც აშშ და ევროპა სიხარულით მიიღებენ საქართველოს წვლილს ავღანეთის ოპერაციებსა და გუანტანამოს პატიმრების მიღებაში, მაგრამ ვერ შესძლებს დაეხმაროს მას მთავარი მიზნის მიღწევაში – გახდეს ღირებული მოკავშირე და არ დარჩეს ექსცენტრულ, დასავლეთის კმაყოფაზე მყოფ ქვეყნად. http://foreignpress.ge/?p=12190#more-12190 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 კარგი ანალიზია. საერთოდ, ადრეც წამიკითხავს ეს ავტორი და მაშინაც მომწონებია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 იმედი“-ს გადაცემის სხვა ნეგატიური შედეგები ჯერ ცხადი არ არის. დღესაც არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის ახლობელსა და მის მხარდამჭერ არველაძეს საკუთარ მახვილი განგმირავს, მაგრამ ეს არ იქნება სამართლიანი არველაძის მიმართ და ვერც პრობლემას ვერ გადაწყვეტს, თუმცა ის გარკვეულ შვებას მოჰგვრიდა მათ, ვინც ამ ფაქტზე პასუხისმგებელთა დასჯას ითხოვს, თუმცა ძალიან ცოტას თუ სჯერა, რომ ამ რეპორტაჟის ეთერში გაშვებაზე მხოლოდ არველაძეა პასუხისმგებელი. რეაქცია ნატო-ს და სხვა დიპლომატების მხრიდან იმაზე მიუთითებს, რომ ამ გადაცემამ კიდევ უფრო დააშორა საქართველო მის მიზანს გახდეს ნატო-ს ნაწილი. ისეთი აბეზარი ქმედება, როგორიცაა ინტერვენციის იმიტაცია საკუთარ ქვეყანაში მკვეთრად პრო-სახელისუფლებო სატელევიზიო არხზე, საქართველოს ისეთ მდგომარეობაში აყენებს, როდესაც აშშ და ევროპა სიხარულით მიიღებენ საქართველოს წვლილს ავღანეთის ოპერაციებსა და გუანტანამოს პატიმრების მიღებაში, მაგრამ ვერ შესძლებს დაეხმაროს მას მთავარი მიზნის მიღწევაში – გახდეს ღირებული მოკავშირე და არ დარჩეს ექსცენტრულ, დასავლეთის კმაყოფაზე მყოფ ქვეყნად.სააკაშვილის მომხრეებს საქ. სწორად ამერიკის კოლონიად წარმოუდგენიათ და ამაში ხედავენ ჩვენი ქვეყნის ხსნას,ეს არა მხოლოდ მათი ანტიეროვნული აზროვნებით აიხსნება არამედ პრაგმატიკითაც,ამერიკა არის გარანტი რომ რეჟიმი შენარჩუნდება,სააკაშვილისტებისთვის მტავარი ხომ რეჟიმის შენარჩუნებაა, ხოლო ანტირუსული ისტერია და ამერიკის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიურ ფანდს წარმოადგენს,შემიძლია თამამად ვთქვა რომ სააკაშვილისტები არ არიან პროდასავლური ძალა,ეს არის კარიერისტების და რეტროგრადების გაერთიანება პირადი გამორჩენისთვის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 არ გამიკვირდება ლინკოლნი რომ ნოღაიდელის ფულით ფინანსდებოდეს. ეგ გადაცემა ყვეალმ დაივიწყა, ყველა ისევ ნათელ მომავალზე ფიქრობს და საკვირველია რატომ ეძებს ლინკოლნი ახალ მუხტს და საერტო რატომ ჰგონიატ მათ რომ ჩვენზე უფრო უყვართ საქართველო და ჩვენზე უფრო მეტად დარდობენ მის მომავალზე? ვერ შეგვთრევენ რუსეთში, ვერა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 lasha_alo ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს ძალიან კარგად იცნობს. თუ არ ვცდები მაგი NDI-ს დირექტორი იყო აქ.კარგი ანალიტიკოსია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 proletari არ გამიკვირდება ლინკოლნი რომ ნოღაიდელის ფულით ფინანსდებოდეს.კი ეგრეა, გადარიცხვით აკეთებს თურმე, და დღგ-საც ახდევინებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 ძუკუ კი, NGI-ს შეფი იყო 2002-4 წლებში. რაღაც წიგნი დაუწერია (His book Uncertain Democracy: US Foreign Policy and Georgia’s Rose Revolution was published by the University). ეს წიგნი ხომ არა აქვს ვინმეს თქვენკენ ელექტრონულ ფორმატში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 არ წერს სიმართლეს თუ როგორ არის თქვენი საქმე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 არ წერს სიმართლეს თუ როგორ არის თქვენი საქმე?პასუხი - იმედის რეპორტაჟის მომზადებაში მონაწილეები დღეს დააჯილდოვეს ამას ჰქვია წერეთ და იკითხეთო. ნუ დაახლოებიტ ისე როგორც ამ ფორუმის წესების ინტერპრეტაცია ხდება ხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 პასუხი - იმედის რეპორტაჟის მომზადებაში მონაწილეები დღეს დააჯილდოვეს ხო,ჰკიდიათ ერთ ადგილზე ყველანი და ყველაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 ხო,ჰკიდიათ ერთ ადგილზე ყველანი და ყველაფერი.კი ჰკიდიათ, იმიტომ რომ ე.წ სიმართლისტები უფრო "ფარული მიშისისტები" არიან , ვიდრე სიმართლისტები, და მის წისქვლზე ასხავენ წყალს. შესაბამისად იციან ბოლშევიკებმა როგორ საზოგადოებასთან აქვთ საქმე. მაგალითად. გინდა საყვედური გამოთქვა მოდერატორის მიმართ, შედი საყვედურის განყოფილებაში, დააფიქსირე შენი საყვედური და შემდეგ იივე მოდერატორი გიპასუხებს და ვორნსაც დაგადებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 მაგალითად. გინდა საყვედური გამოთქვა მოდერატორის მიმართ, შედი საყვედურის განყოფილებაში, დააფიქსირე შენი საყვედური და შემდეგ იივე მოდერატორი გიპასუხებს და ვორნსაც დაგადებს. კაქი არ გინდა,ხომ მოგხსნა უკვე და შემდეგში აპინულ თემაში შეგიძლია გააპროტესტო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 proletari რატომ ჩხუბობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 კაქი არ გინდა,ხომ მოგხსნა უკვე და შემდეგში აპინულ თემაში შეგიძლია გააპროტესტო. არა, მე უბროდ მარტივად ავხესნი რა ხდება საქართველოში და რატომ ჰკიდა მთვარობას თავისი ხალხი, მეტი არაფერი. ასე მარტივად თუ არ აუხსენი ყოველ დრე, იმიტომაც არის რომ მერე რასაც უნდა იმას სჩადიან. იმედის რეპორტაჯძე ერთი ორი დრე ილაპარაკესდა მიჩუმდნენ. ჰოდა შედეგიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 proletari მე უფრო ადვილად ავხსნი ოღონდ ეს სატურნას არ ეხება. სანამ საჯდომები თბილად აქვთ,ყველაფერზე ტაშს დაუკრავენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.