lasha1997 Posted March 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 29, 2010 ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, სამ წლიან პაუზის შემდეგ კვლავ გახსნილია და ქვეყანასთან, რომელთანაც საქართველოს "გონიერმა" ხელისუფლებამ დიპლომატიური კავშირი შეწყვიტა, ასევე "გონივრულად" აღადგინა სახმელეთო საზღვარი, საიდანაც "არც ეკონომიკურ, არც პოლიტიკურ, არც მორალურ და კიდევ არც არანაირ" სიკეთეს და "ვიგოდას" არ ელის. საზღვრის გახსნის ერთადერთ მოტივად მეზობელი სომხეთის ინტერესები სახელდება, რომელიც საქართველოს არგუმენტად ნამდვილად არ გამოადგება, ამ მიზეზის არ სჯერა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობასაც, მოხევეები ხელისუფლებისგან მათი ინტერესების სრულ იგნორირებასა და მთის ხელოვნურად დაცლის მცდელობაში ადანაშაულებენ, მით უფრო გასაკვირია ასეთი ”უანგარო” ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ახლა, როდესაც თრუსოს ხეობის ”ოსურ წარმოშობასთან” დაკავშირებით, ინტენსიური განცხადებები კეთდება როგორც თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, კოკოითის მიერ, ასევე ჩრდილო ოსეთის მმართველების მხრიდანაც. ამ ფონზე ყაზბეგის მოსახლეობას ხელიუფლების უანგარობის არ სჯერა და მას ან სრულ უგუნურებაში, ანდა სრულ ანტიქართულ პოლიტიკაში ადანაშაულებს მოხევეთა შემოსავლის წყარო ყაზბეგის მოსახლეობისთვი ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქის ჩაკეტვა, თავის დროზე მძიმე დარტყმა იყო, მოხევეებს წლების მანძილე აწყობილი საარსებო სქემისა და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ, თუმცა მოხევეთა უბედურება – საზღვრის ჩაკეტვამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ამ უბედურებას კახა ბენდუქიძე ერქვა. მოხევეებს შემოსავლის სამი ძირითადი წყარო ჰქონდა, ეს იყო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, ორჯონიკიძეში სხვადასხვა სახის იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება. ყაზბეგის მოსახლეობა, სამხრეთ ოსეთთან მიმსოვლილსას, განსკუთრებული შეღავათით სარგებლობდა, მოხევეების პასპორტს, რომელიც ყაზბეგში იყვნენ ჩაწერილნი, საგანგებო ჩანართი ჰქონდა, რომელიც ყოველგვარი ვიზისა და დამატებითი ნებართვისა გარეშე იძლეოდა საზღვრის გადაკეთვის უფლებას. ამის გამო, ერთი პერიოდი, ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის რაოდენობა, ჩაწერის მიხედვით არანორმალურად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი მეორე ყაზბეგელი, ორჯონიკიძიდან საქონლის შემოტანით ან გატანით არსებობდა, ეს არხი საქართველოს ხელისუფლების ხისტმა პოლიტიკამ გადაჭრა, რომელიც ლარსის გამშვები პუქნტის ჩაკეტვით დაგვირგვინდა და მოხევეები ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ – ხელისუფლამ არსებობის სხვა ალტერნეტივა არ შესთავაზა და მათ შესახებ უბრალოდ დაივიწყა. დავიწყების თუ მიზანმიმართული მავნებლობის კლასიკურ ნიმუშად, უფრო შემოსავლის მეორე არხის გადაკეტვა გამოდგება. ყაზბეგის რაიონში, თითქმის ყველა მეორე ოჯახს, კაპიტალური სათბურები ჰქონდა, ადგილობრივებს იქ ბაღჩეული კულტურები მოჰყავდათ და ნაწილს თბილისში, მეორე ნაწილს კი ისევ ორჯონიკიძეში ჰყიდიდნენ, სათბურების შენახვის საიდუმლო კი ”მთის კანონი” იყო, რომელიც შევარდნაძის პერიოდში მიიღეს და იგი მაღალMმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებულ შეღავათების დაწესებას ითვალისწინებდა, მათ შორის ბუნებრივი აირის ულიმიტო-უსასყიდლო მიწოდებასაც, რეგიონში, სადაც ზამთარი 7-8 თვე გრძელდება და ბუნების მკაცრ პირობებთან გამკლავებას, ტყისა და შეშის ნაკლებობაც ართულებს, ბუნებრივი აირის უწყვეტი და უსასყიდლო მიწოდება, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. თუმცა ამ ფაქტორმა, ადგილობრივ მოსახლეობას სათბურების მასობრივი გაშენების შესაძლებლობაც მისცა, უფასო გაზის პირობებში, იქ მოყვანილი კიტრი და პომიდორი, ზამთარშიც კონკურენტულად დაბალ ფასში იყიდებოდა და ადგილობრივებისთვი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა, ეს ყველაფერი კი მოსახლოებას შესაძლებლობას აძლევდა მთიდან არ ჩამოსულიყვნენ. ბარში სასწავლებლად ჩასული ახალგაზრდების მთაში დაბრუნების პროცენტიც, სხვა რეგიონებთან შედარებით მაღალი იყო. ”დაიცალოს მთა – ჯარს ჩავაყენებთ და ეს უფრო იაფი დაგვიჯდება” დაახლოვებით 6 წლის წინ, მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის ინიციატივით, ”მთის კანონი” გაუქმდა, სხვა შეღავათებთან ერთად მოიხსნა შეღავათები ბუნებრივი აირის მიწოდების მხრივაც. ბენდუქიძის განცხადებით, უფასო ბუნებრივ აირს ყაზბეგელები გასათბობად კი არა სათბურისთვის იყენებდნენ, ბენდუქიძის შეფასებით, 1 კილოგრამი კიტრის მოყვანა, სახელმწიფოს 5 ლარი უჯდებოდა და ეს ”გაუმართლებელი” იყო, ბენდუქიძის ცნობილმა ფრაზამ “იყიდება ყველაფერი სინდიდსის გარდა” მთასაც ჩამოაცილა `საქართველოს სინდისის~ სტატუსი და ისიც თხასავით გაიყიდა. მთიან რეგიონებს გამოუსწორებელი ზარალი მიადგა, მაშინ კახა ბენდუქიძეს, აქტუალური კითხვა დაუსვევს, “მთის კანონის” გაუქმება ხომ არ გამოიწვევდა მთის დაცლას, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაღალმთიანი რეგიონების დიდი უმრავლესობა - სასაზღვრო რეგიონებიც არის, და საზღვრის დაცვას კი ყველაზე ეფექტურად ზუსტად ადგილობრივი მოსახლეობა ახდენს - მთის დაცლა გაზრდიდა საქართველოს საგარეო საფრთხეებსაც. ამ კითხვებზე კახა ბენდუქიძემ გამაოგნებელი პასუხი გასცა, - არაუშავრს დაიცალოს მთა, თუ გარე საფრთხეები გაიზრდება, სჯობია იქ საჯარისო ნაწილები ჩავაყენოთ, ეს უფრო იაფო დაუჯდება საქართველოს, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობის შენახვა. როგორი “იაფიც” დაჯდა საზღვრისპირა რეგიონებიდან ადგილობრივი მოსახლეობის აყრა – ეს სამწხაროდ, მშვენივრად დავინახეთ და კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ მომავალშიც მოგვიწევს შედეგების დათვლა. “კომპენსაციის მიზანი – ყაზბეგის დაცლა იყო” მთის კანონის შედეგად ბუნებრივი აირის შეწყვეტა, მოხევეებისთვის ბარში ჩასვლის საკმარის მოტივაციად არ მიიჩნიეს და მთის დაცლის პროცესი ახალი განკარგულებით გაამყარეს, ეს ამჯერად ”ნებაყოფლობითი იძულება” იყო. მთავრობამ მოხევეებს კომპენსაცია შესთავაზა, თავისი ხელით დაეშალათ სათბურები, კომპენსაციისთვის კი თვითოერულ კვადრატულ მეტრზე 300-400 დოლარი შესათავაზეს, ამ გარიგების შედეგად სათბურის მოცულობის მიხედვით, ერთმა ოჯახმა საშუალოდ 5000-დან 10000 დოლარამდე მიიღო.საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილმა მოხევეებმა, ეს თანხა სახლ-კარიდან ასაყრელად გამოიყენეს, ოფიციალური სტატიკა არ არსებობს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, “მთის კანონის” გაუქმებისა და სათბურების მოშლის შემდეგ, მოსახლეობის 30% -ზე მეტმა დატოვა მთა, ეს კი, ისედაც მეჩხერად დასახლებულ რეგიონში საგანგაშო ციფრია, ადგილობრივთა განცხადებით, მთაში ცხოვრება და არსებობა იმდენად გართულებულია, რომ კიდევ ბევრი აპირებს ბარად გადმოსახლებას მესამე გზაც – არარსებობისკენ მიდის ადგილობრივთა არსებობის მესამე და თითქმის უკანსაკნელ წყაროდ, მესაქონლეობა რჩება, სამუშაო ადგილები და ფულადი ნიშნები ყაზბეგში ისეთივე დიდი დეფიციტია. როგორც ეს სხვა მთიან რეგიონებშია. შემოსავლის მესამე წყაროს – მესაქონლეობას რაც შეეხება, არც ამ მხრივ დარჩენილან ხელისუფლების დამღუპველი ყურადღების გარეშე, საძოვრები – სინდისი არ არის, მაშასადამე მათი გაყიდვაც შეიძლებოდა, ხოდა გაიყიდა კიდეც და მოხევეები წლების მანძილზე სხვადასხვა ინსტანციებში, სასამართლოებსა და თუ სახელმწიფო დაწესებულებებში ამაოდ ცდილობენ პასუხი მიიღონ – როგორ და რატომ მოხდა იმ საძოვრების მრავალწლიანი იჯარით გაცემა, სადაც ისინი ცხვარს აძოვებდნენ, ამ კითხვეაზე პასუხი შესაძლოა არსებობს კიდეც, მაგრამ მოხევეებისთვის რაიმეს ასახსნელად თავი არავის შეუწუხებია. მოხევეები დარწმუნებულნი არიან, რომ სათბურების აშლის, სოლიდური ფულად კომპენსაციების გაცემის და საძოვრების არაპირდაპირი წართმევის მიზანი ყაზბეგის რაიონის დაცლა იყო. მათი შეფასებით, კოდორის ხეობიდან – ლარსის ხეობამდე გზა – ხელისუფლების უგუნურობაზე გადის, რაც შესაძლოა ზუსტად ისეთივე ფატალური შედეგით დასრულდეს, როგორი შედეგითაც 2008 წლის აგვისტოს სააკაშვილისეული ავანტიურა დასრულდა. ამ ფონზე კი ხელსიუფლება მეზობელი სომხეთის ინტერესებსა და ლარსის საბაჟოს გახსნის უანგარობაზე მჭერმეტყველებს, რაც მოხევეების სამართლიან გამწარებას და აგრესიას იწვევს. ამასთან მრავალჯერადი მოტხოვნის მიუხედავად, მოხევეებისთვის არავის გაუცია პასუხი კითხვებზე, რა საფრთხეები ემუქრება ყაზბეგის რეგიონს და რა მექანიზმები არსებობს მათ დასაცავად. ნინო ბერიძე ამ პრობლემას მანამდე არ მიხედავენ,სანამ ამ რეგიონსაც არ აგვახევენ,მაგრამ გვიანი იქნება უკვე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 დავკარგავთ ამ კუთხესაც ესეთი უთავბოლო პოლიტიკით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 lasha1997 დავკარგავთ ამ კუთხესაც ესეთი უთავბოლო პოლიტიკით. ვერ დავკარგავთ. ან როგორ უნდა დავკარგოთ, არ მესმის. იქნებ ამ 'დაკარგვის' მექანიზმი აგეხსნა ძალიან ლაკონურად? (ბევრჯერ წერ ამ თემაზე და იმიტომ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 Grig თუ ვიპოვნე ის თემა ამოგიწევ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 აი ამ თემაზე ილაპარაკოს ალასანიამ ხომ შეიძლება დამატებით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.