Jump to content
Planeta.Ge

„საერთაშორისო ამნისტია“ საქართველოს წამების იარაღების შესყიდვაში ამხელს


Recommended Posts

http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...811&lang=ge

ეს ინფო დავდე გუშინ სასჯელაღსრულების თემაში - კაციშვილს რეაქცია არ აქ - ამიტომ ვხსნი თემას

 

ევროპული ქვეყნები მონაწილეობას იღებენ ისეთი აღჭურვილობის გლობალურ ვაჭრობაში რომელსაც ფართოდ იყენებენ წამების ან სხვა სასტიკი მოპყრობის დროს; ამის შესახებ მტკიცებულებები წარმოადგინა „ამნესტი ინთერნეშენალმა“ („საერთაშორისო ამნისტიამ“) და ომეგას კვლევითმა ფონდმა ახალ ანგარიშში, რომელიც 16 მარტს გავრცელდა. ამ დოკუმენტის სრულ ვერსიაში საქართველოც არის მოხსენიებული. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველო წამების იარაღებს გერმანიიდან და ჩეხეთიდან ყიდულობდა.

 

კედელზე მისაბმელები, რკინის ხელბორკილები და ელექტროშოკის „მკლავები“ და „ბორკილები“ რომლებიც ატარებენ 50 000 ვოლტს... წამების ეს იარაღები ჩამოთვლილია ანგარიშში „სიტყვებიდან საქმეებამდე“.

 

ანგარიშის თანახმად, მსგავსი საქმიანობები კვლავ გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს ევროპის მასშტაბით მიიღეს კანონი, რითაც აიკრძალა საერთაშორისო მასშტაბით წამებისა და სასტიკი მოპყრობისათვის განკუთვნილი პოლიციური და უსაფრთხოების აღჭურვილობით ვაჭრობა.

 

2006 წლის კანონი ასევე არეგულირებს სხვა აღჭურვილობით ვაჭრობასაც, რომლებიც ასევე ფართოდ გამოიყენება წამებისათვის მთელს მსოფლიოში.

 

ანგარიშს ფორმალურად განიხილავენ ევროპის პარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის შეხვედრაზე ბრიუსელში.

 

ამნესტი ინთერნეშენალი და ომეგას კვლევითი ფონდი მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გამოასწორონ საკანონმდებლო ხარვეზები, რაც განხილულია ანგარიშში. ასევე, მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ადეკვატურად განახორციელონ და აამუშაონ კანონი.

 

„ევროპული კონტროლის დანერგვა წამების იარაღის ვაჭრობაზე, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების კამპანიის შემდეგ კანონმდებლობის ამოსავალი ნაწილი იყო. მაგრამ ამ კონტროლის ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ვერ შეძლო კანონის ნორმალურად განხორციელება“, - განაცხადა ამნესტი ინთერნეშენალის ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელმა ნიკოლას ბეგერმა.

 

„ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ მიუხედავად ახალი კონტროლის მექანიზმებისა, რამდენიმე წევრი სახელმწიფო, მათ შორის - გერმანია და ჩეხეთის რესპუბლიკა, 2006 წლის შემდეგაც ყიდის პოლიციურ იარაღებს და ბორკილებს სულ ცოტა ცხრა ქვეყანაში, სადაც ამნესტი ინთერნეშენლმა დაადგინა ამ იარაღების წამების დროს გამოყენების ფაქტები“, - განაცხადა ამნესტი ინთერნეშენალის სამხედრო უსაფრთხოებისა და პოლიციის მენეჯერმა ბრაიან ვუდმა.

 

„უფრო მეტიც, მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები კანონის წინაშე და საჯაროდ გააკეთა მოხსენება კანონის შესაბამისად განხორციელებული ექსპორტის შესახებ. ვშიშობთ, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არ ასრულებს თავის ვალდებულებებს კანონიერად“.

 

კანონში არსებული ხარვეზები უფლებას აძლევს სამართალმდაცველებს, ივაჭრონ ისეთი აღჭურვილობით, რომელსაც სხვა არანაირი დანიშნულება არა აქვს, გარდა წამებისა და სასტიკი მოპყრობისა.

 

„სიტყვიდან საქმედ უნდა იქცეს წევრი სახელმწიფოების მტკიცე გადაწყვეტილება, შეწყვიტონ წამება ყველაგან, სადაც ის ხდება. მათ ეფექტური კონტროლი უნდა დაამყარონ პოლიციური და უშიშროების აღჭურვილობით ევროპულ ვაჭრობაზე და უზრუნველყონ, რომ მსგავსი საქონელი არ გახდეს წამების იარაღი“, - განაცხადა კვლევის ფონდის მკვლევარმა მაიკლ კროულიმ.

 

ანგარიშის ძირითადი დასკვნები ასეთია:

 

• 2006 წლიდან 2009 წლამდე ჩეხეთმა გასცა ლიცენზია, იარაღი მიეყიდათ 6 ქვეყანისთვის - ბულგარეთისთვის, რუმინეთისთვის, მექსიკისთვის, აშშ-სთვის, მონღოლეთისთვის და საქართველოსთვის. საუბარია ბორკილებზე, ელექტროშოკის იარაღებსა და ქიმიურ შესასხურებლებზე; ამ ქვეყნებში პოლიცია და უშიშროების სამსახურები ადრე იყენებდნენ მსგავს იარაღს წამებისა და სასტიკი მოპყრობის დროს.

 

• გერმანიამ გასცა მსგავსი ლიცენზია სამ ქვეყანაზე, რომლის საფუძველზე მოხდებოდა ფეხის ბორკილებისა და ქიმიური შესასხურებლების მიყიდვა;

 

• სამართალდამცველი ორგანოების მომმარაგებლები იტალიასა და ესპანეთში ხელს უწყობდნენ 50 000 ვატის გამტარი ელექტროშოკების ბორკილებისა და სამკლაურების გაყიდვას, რომელიც პატიმრებისათვის უნდა გამოყენებულიყო. კანონში არსებული ხარვეზი საშუალებას აძლევს მათ, ივაჭრონ, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ელექტროგამაბრუებელი ქამრების იმპორტიც და ექსპორტიც აკრძალულია ევროკავშირის მასშტაბით.

 

• 2005 წელს ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ - უნგრეთმა განაცხადა, რომ გეგმავდა ელექტროგამაბრუებელი ქამრების შეტანას საკუთარ ციხეებში და პოლიციის განყოფილებებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ექსპორტ-იმპორტი აკრძალულია, რადგან ეს ქამრები წამებისა და სასტიკი მოპწრობის დროს გამოიყენება.

 

• ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ შვიდმა განაცხადა, რომ აწარმოებდნენ პოლიციური და უშიშროების აღჭურვილობის ექსპორტს მარეგულიერებელი კანონების შესაბამისად.

 

• ანგარიში ასევე განიხილავს ევროკავშირში განხორციელებული ვაჭრობის მასშტაბებს და ასევე წევრი სახელმწიფოების მიერ ადეკვატური ზომების მიღების აუცილებლობას რათა ინფორმაცია მიაწოდონ მოვაჭრეებს მათი ვალდებულებების შესახებ.

 

ხუთმა წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია პროცედურების შესახებ (ბელგია, კვირპოსი, იტალია, ფინეთი და მალტა) ან იარაღის ექსპორტიორების შესახებ (ბელგია, კვირპოსი და იტალია), რასაც ითვალისწინებს მარეგულირებელი ნორმები.

 

მიუხედავად ყველაფრისა, ანგარიში აჩვენებს, რომ ამ ხუთი ქვეყნიდან სამ ქყვეყანაში (ფინეთში, იტალიასა და ბელგიაში) კომპანიებმა საჯაროდ განაცხადეს მედიასთა, რომ ისინი ყიდიან იმ იარაღებს, რომელიც ნებადართულია კანონის მიხედვით და იწარმოება მესამე ქვეყანაში.

 

საბაჟოს მოხელეებმა დაადასტურეს გერმანიის პარლამენტის წევრებთან საუბრის დროს, რომ მათ აღმოაჩინეს ელექტროშოკების აპარატურის უკანონო გადაზიდვები გერმანიიდან საქართველოში, ბანგლადეშში, რუმინეთსა და ირანში.

 

ანგარიშის მოკლე ვერსია (ორიგინალი): http://www.amnesty.org/en/news-and-updates...ture-2010-03-16

 

რისთვის და რატომ ყიდულობს ჩვენი სახელმწიფო მსგავს იარაღს?

http://s05.radikal.ru/i178/1003/b1/b3b1fac353be.jpg http://s50.radikal.ru/i130/1003/b6/6bfa8c2608cf.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავტორიტარულ მახინჯ სისტემას აშენებენ ეგენი და ეს არის ამ სიმახინჯის გამოვლინება.

 

მეტიც კოლაბორაციული ხელისუფლება გვყავს, ოპოზიცითურთ, რომელიც ერთ საქმეს აკეთებს ამ სიმახინჯის კეთებას.

 

ოპოზიციის როლს გეტყვი, რუსეთის რევოლუციის დროს მღვდელი გაპონი რომ იყო და ხალხი წაიყვანა, დამიჯერეთ თეთრგვარდიელები არ გესვრიანო და რომ წაიყვანა და ჩაახოცინა (მოგვიანებით რომ აღმოჩნდა რომ მეფის რუსეთის შეგზავნილი იყო ხალხში) აი მსგავს თამაშს თამაშობს ჩვენი ოპოზიცია. ჩვენი ოპოზიციის დავალებაა ესაა, ხალხი უფრო დააჩმორებინოს ხელისუფლებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის ხელკეტი ეკლები რომ აქვს პატიმარს რო შემოარტყა ხომ მოკვდება იქვე სისხლისგან დაიცლება

 

 

ვფიქრობდი სად რომელ ადგილზე უნდა დაარტყა პატიმარს ეგ ხელკეტი რომ არ მოკვდეს და ვერ მოვძებნე ეგეათჲ ადგილი

 

 

კი შეიძლება სახემწიფომ იყიდოს ეგ ხელბორკილები რისი უფლებაც აქვს მაგრამ ის ხელკეთი გამორიცხულია რომ იყიდოს და მითუმეტეს გამოიყენოს ან ციხეში ან დარბევის დროს ას სადმე იმიტომ რომ მაგით მოკლავ მსხვერპლს

 

განმარტებას გავაკეთებ ჩვენი იუზერებისთვის ხელბორკილებზე

 

აქ ისე წარმოჩნდა რომ თითქოს ეს ხელბორკილები არის რაღაც სახის საწამებელი იარაღი

 

სინამდვილეში მაგ ტიპის ხელბორკილები გამოიყენება ისეთ პატიმრებზე რომლებმაც ვერ უნდა ამოძრაოს ხელები თავისუფლად დღეს არსებულ ხელბორკილებში პატიმარი უფრო

 

თავისუფლად ამოძრავებს ხელებს რაც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი

 

ანუ საჭიროა რომ ესეთი ხელბორკილებიც იყოს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესპანეთში ხელს უწყობდნენ 50 000 ვატის გამტარი ელექტროშოკების ბორკილებისა და სამკლაურების გაყიდვას

მეტი რომ არ იქნება ისეთი "პროფესიონალის" შედგენილია ეს დასკვნა. 50 000 ვატის გამტარობა რას ნიშნავს შეუძლია ვინმეს ახსნას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მეტი რომ არ იქნება ისეთი "პროფესიონალის" შედგენილია ეს დასკვნა. 50 000 ვატის გამტარობა რას ნიშნავს შეუძლია ვინმეს ახსნას?

არ ვიცი, სატურნ ეს რას ნიშნავს, ან საიდან უნდა ვიცოდე, მაგრამ დედანში აი ესე წერია

 

Fixed wall restraints, metal "thumb-cuffs", and electroshock "sleeves" and "cuffs" that deliver 50,000V shocks to detained prisoners are amongst the "tools of torture" highlighted in the report, From Words to Deeds, which was published on Wednesday.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის ხელკეტი ეკლები რომ აქვს პატიმარს რო შემოარტყა ხომ მოკვდება იქვე სისხლისგან დაიცლება

 

 

ვფიქრობდი სად რომელ ადგილზე უნდა დაარტყა პატიმარს ეგ ხელკეტი რომ არ მოკვდეს და ვერ მოვძებნე ეგეათჲ ადგილი

 

 

კი შეიძლება სახემწიფომ იყიდოს ეგ ხელბორკილები რისი უფლებაც აქვს მაგრამ ის ხელკეთი გამორიცხულია რომ იყიდოს და მითუმეტეს გამოიყენოს ან ციხეში ან დარბევის დროს ას სადმე იმიტომ რომ მაგით მოკლავ მსხვერპლს

 

განმარტებას გავაკეთებ ჩვენი იუზერებისთვის ხელბორკილებზე

 

აქ ისე წარმოჩნდა რომ თითქოს ეს ხელბორკილები არის რაღაც სახის საწამებელი იარაღი

 

სინამდვილეში მაგ ტიპის ხელბორკილები გამოიყენება ისეთ პატიმრებზე რომლებმაც ვერ უნდა ამოძრაოს ხელები თავისუფლად დღეს არსებულ ხელბორკილებში პატიმარი უფრო

 

თავისუფლად ამოძრავებს ხელებს რაც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი

 

ანუ საჭიროა რომ ესეთი ხელბორკილებიც იყოს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის

 

 

სურათებს მალე დადებ რომ უფრო კარგად მივხდეთ რა კეთილ საქმეს აკეთებთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვოლტის უნდა ყოფილიყო, ტარგმნაშია ჩეცდომა

ხო მასეთი პირი უჩანს. მაგრამ 50000 ვოლტი რა ამბავია, ხო დაფერფლავს ყველაფერს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ხო მასეთი პირი უჩანს. მაგრამ 50000 ვოლტი რა ამბავია, ხო დაფერფლავს ყველაფერს.

მარტო ვოლტაჟზე არაა საქმე, არამედ დენის ძალაზე. თორემ მასე მანქანის ბაბინიდან დაახლოებით 15 000 ვოლტი გამოდის, მაგრამ ის არავის არ მოკლავს. თუმცა 50 000 ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...